08:33 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-28 21:59:31, 435 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: არ ვისურვებდი, რომ ის სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც დღეს ”რუსთავი 2”-ს გააჩნია, რამენაირად შეიცვალოს

"არ ვისურვებდი, რომ ის სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც დღეს ”რუსთავი 2”-ს გააჩნია, რამენაირად შეიცვალოს" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს აშშ-ში განუცხადა.

პრემიერის განმარტებით, ამ საკითხს გააჩნია ორი განზომილება: ეს არის საკუთრების და სიტყვის თავისუფლების, სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის განზომილება. 

”მე რა თქმა უნდა არ მაქვს უფლება და ვერც ჩავერევი სასამართლო განხილვაში, თუმცა ერთი რამ მინდა ვთქვა - მიუხედავად იმისა, როგორი მწვავეც არის ხშირად, თუნდაც არაობიექტური და ა.შ. არანაირად არ ვისურვებდი, რომ ის სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც დღეს ”რუსთავი 2”-ს გააჩნია, რამენაირად შეიცვალოს, განსაკუთრებით არჩევნებამდე, რომ ოპონენტებს არ მივცეთ სპეკულაციის საშუალება. 
ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება ეს. ჩვენ გვჭირდება, რომ დამოუკიდებელმა მედია კომპანიამ აწარმოოს ის სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც მას მიაჩნია, რომ უნდა აწარმოოს. ჩვენ შეგვიძლია სიმართლე გავაგებინოთ ხალხს და არ უნდა მივცეთ საშუალება არავის, ხელზე დაიხვიოს ეს საკითხი და რამენაირად გამოიყენოს პოლიტიკურად. როგორიც არ უნდა იყოს შედეგი ამ სასამართლო პროცესის, ვისურვებდი, რომ არავის მიეცეს საშუალება ამ საკითხით სპეკულირების”, - აღნიშნა პრემიერმა. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics