06:28 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-28 22:26:55, 1081 ნახვა

მსოფლიო
იტალიაში ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი 4 პირი დააკავეს

იტალიაში ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი 4 პირი დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი ვატიკანსა და რომში, ისრაელის საელჩოზე თავდასხმას გეგმავდა, - ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

როგორც მედია საშუალება იტალიის პროკურატურაზე დაყრდნობით იტყობინება, ამ თავდასხმების განხორციელებას იტალიაში მცხოვრები მაროკოელი აბდელრაჰიმ მოუთარიკი აპირებდა.

გამოძიებას ხელში ჩაუვარდა მოუთარიკისადმი განკუთვნილი WhatsApp-ის ქსელით გაგზავნილი შემდეგი შინაარსის შეტყობინება: „ძვირფასო ძმაო, აბდელრაჰიმ, გიგზავნი პოემას ბომბზე. მოუსმინე შეიხს და განახორციელე დარტყმა“.

პოლიცია იმედოვნებს, რომ შეიხში იგულისხმება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქარ ალ-ბაღდადი, რომელსაც ხალიფს უწოდებენ. 

მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა აბდელრაჰიმ მოუთარიკის მეუღლეც დააკავეს, რომელიც ასევე "ისლამურ სახელმწიფოსთანაა" კავშირში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics