06:50 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-29 09:54:30, 791 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერმა ამერიკული საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკული საინვესტიციო ფონდებისა და ბანკების წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა ბოსტონში გამართა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები, ქვეყანაში არსებული მიმზიდველი ბიზნესგარემოს გაცნობა და მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები იყო.

მათივე ინფორმაციით, ქართულმა მხარემ პოტენციურ ინვესტორებს ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელების კუთხით საქართველოს შესაძლებლობები გააცნო. საუბარი შეეხო მსოფლიოს წინაშე მდგარ გამოწვევებს.

აღინიშნა, რომ საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას დაღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებას, რომელიც უზრუნველყოფს კარგ საფუძველს ინვესტირებისთვის.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა ინვესტიციების მოსაზიდად, რომელსაც აქვს მაღალი რეიტინგები, მათ შორის ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით და ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კორუფციის მაჩვენებელი.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან და წამოიწყო მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ.

საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებით გამართულ შეხვედრას  საქართველოს  დელეგაციის წევრები, რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი, საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა და ქართული ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics