08:37 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-30 08:21:06, 839 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს „Moody’s“-ის ხელმძღვანელებს შეხვდა და მათთან საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა და მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები განიხილა.

როგორც "ექსპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების სამინისტროდან აცნობეს, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნულ შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა. მისი განცხადებით, სარეიტინგო კომპანიების მიერ დადგენილი რეიტინგების მიხედვით ინვესტორები იღებენ გადაწყვეტილებებს ამა თუ იმ ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით.

ვიცე-პრემიერმა სარეიტინგო სააგენტოს ხელმძღვანელებს საქართველოს ეკონომიკის ბოლოდროინდელი პოზიტიური ინდიკატორები გააცნო. როგორც მან აღნიშნა, 2016 წლის მარტში მშპ-ს ზრდის მაჩვენებელმა 3,4 პროცენტი შეადგინა. ასევე პოზიტიური დინამიკაა სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებშიც: მარტიდან ეროვნული ვალუტის კურსი დაახლოებით 11 პროცენტით გამყარდა; ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა; თებერვალ-მარტში მოხდა ექსპორტის რეალური მატება, ტურიზმი კი 16 პროცენტით გაიზარდა.

დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, გადაჭარბებული ნეგატიური მოლოდინები, რომელიც ბაზარს ჰქონდა, მთავრობის სწორი პოლიტიკის გამო, შემოტრიალდა. მისი პროგნოზით, მომდევნო თვეებშიც ეკონომიკური ზრდის არსებული დინამიკა შენარჩუნდება.

უწყების ინფორმაციით, ვიცე-პრემიერმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს ხელმძღვანელებს გააცნო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიცირებული 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმა და მისი ძირითადი ორიენტირები, რომლებიც მიმართულია საქმიანი გარემოს გაუმჯობესების, ინვესტიციების მოზიდვისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისკენ.

შეხვედრაზე “Moody’s”-ის ხელმძღვანელებმა დადებითად შეაფასეს სამთავრობო გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოში ხორციელდება, აგრეთვე  მიმდინარე რეფორმებით გათვალისწინებული ღონისძიებები და იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება ყოველწლიურად გაუმჯობესდება.   




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics