01:12 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-30 18:51:25, 849 ნახვა

სამართალი
სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელობამ მსჯავრდებულებს/ბრალდებულებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხელმძღვანელობამ, საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს/ბრალდებულებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე  თამარ ხულორდავა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებას ეწვია და მსჯავრდებულებს სააღდგომო საჩუქრები გადასცა. ტკბილეული, სააღდგომო პასკები და მონასტერში შეღებილი კვერცხი სანთლებთან ერთად, არასრულწლოვანმა მსჯავრდებულებმა, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქოსგანაც მიიღეს.

მინისტრის პირველი მოადგილე არასრულწლოვანი მსჯავრდებულების პირობებით, საგანმანათლებლო პროგრამებითა და გათავისუფლებისთვის მათი მომზადების საკითხებით დაინტერესდა.

„არასრულწლოვან მსჯავრდებულებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცეთ.  სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დღეს დაწესებულებაში არასრულწლოვან მსჯავრდებულთა ძალიან მცირე რაოდენობა, სულ 13 იმყოფება.  გავესაუბრეთ პირობებთან და სურვილებთან დაკავშირებით. მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს, რომ შეუფერხებლად მიიღონ განათლება და  სხვადასხვა სარეაბილიტაციო პროგრამაში ჩაერთონ“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

არასრულწლოვან ბრალდებულებს კი, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად მიხანაშვილმა საპატრიარქოს წარმომადგენელთან ერთად, N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მიულოცა. სააღდგომო ამანათები სანთლებთან ერთად საპატრიარქოსგან არასრულწლოვანმა ბრალდებულებმაც მიიღეს.

ზვიად მიხანაშვილი N5 პენიტენციურ დაწესებულებასაც ეწვია და აღდგომა ქალ მსჯავრდებულებს მიულოცა.  „არასრულწლოვან ბრალდებულებსა და ქალ მსჯავრდებულებს აღდგომის დღესასწაული მივულოცეთ და სააღდგომო ამანათი - პასკები და წითელი კვერცხი გადავეცით. ტრადიციის სახე მიიღო აღდგომის დღესასწაულზე ქალ მსჯავრდებულებთან ვიზიტმა, ჩვენ ყოველ წელს პირადად ვულოცავთ მათ. სრულიად საქართველოს ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს“, - განაცხადა პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

პასკები, რომელიც მსჯავრდებულებს სამინისტროსგან გადაეცათ, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში არსებულ საცხობში, ასევე მსჯავრდებულების მიერაა გამომცხვარი, ხოლო სააღდგომო კვერცხი მსჯავრდებულებისთვის, პატრიარქის კურთხევით, თბილისის ფერიცვალების დედათა მონასტერში შეიღება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics