10:14 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-02 13:48:00, 628 ნახვა

სამხედრო
ვახტანგ კაპანაძის ვიზიტი ავღანეთში დასრულდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ავღანური ვიზიტის დასასრულს ქაბულში ცენტრალური სარდლობის ბაზას ეწვია, სადაც "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ეგიდით მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის "ალფა" ასეულია დისლოცირებული.

გენერალ-მაიორმა ქართველ სამხედროებს მადლობა გადაუხადა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში საქართველოს ერთგული სამსახურისთვის.

ქართული მხარის ინიციატივით, მისიაში მონაწილე 23-ე ბატალიონის "ალფა" ასეულისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ამერიკელი სამხედროები თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით დააჯილდოვა. მათ შორის ცენტრალური სარდლობის ბაზის მეთაური, პოლკოვნიკი ალექს ფინკი, მეთაურის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი ტრევის სმიტი და სერჟანტ-მაიორი ერნესტ ჰეფნერი. საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში შეტანილი წვლილისთვის კი ასევე უწყებრივი მედლები გადაეცათ მაიორ რობერტ ჰუდსა და მასტერ-სერჟანტ ჯონათან როუზს.

გენერალური შტაბის უფროსი და ავღანეთში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე პირისპირ შეხვდნენ "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის მაღალი რანგის წარმომადგენლებსაც. მათ შორის მისიის მეთაურის პირველ მოადგილეს, ბრიტანელ გენერალ-ლეიტენანტ სენდი სთორისა და ჰამიდ ყარზაის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ბაზის მეთაურს, თურქ გენერალ მეჰმეთ ბაქირს.

ვიზიტის დასასრულს გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ამერიკელ ოთხვარსკვლავიან გენერალს, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის მეთაურ ჯონ ნიკოლსონს შეხვდა, სადაც საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატელი - კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია - ასეთი კანონმდებლობა ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა
ჯაფარიძე - ეს ქვეყანა არ გარუსდება, უბრალოდ გაიტანს ამ ნაგავს და მერე საპნით დაიბანს ხელებს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 463 930-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
გერმანიის საგარეო - საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics