22:03 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-03 16:28:35, 501 ნახვა

პოლიტიკა
მაისაია: სავსებით რეალურია, რომ რუსეთისა და ნატოს დაპირისპირება შეიარაღებულ კონფრონტაციაში გადაიზარდოს

მოსალოდნელია რომ ნატო კიდევ გადადგამს ნაბიჯებს, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას, - ასე ეხმაურება შავი ზღვის გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის დირექტორის მოადგილე ვახტანგ მაისაია დასავლურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ნატო რუსული აგრესიის შესაჩერებლად პოლონეთიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ტერიტორიებზე დამატებით  კიდევ 4 ბატალიონს განათავსებს.

როგორც მაისაიამ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, მოსალოდნელია, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი რუსეთის აგრესიის შეჩერების გეგმას ვარშავის სამიტზე შეიმუშავებს, რაც შესაძლოა რუსეთსა და ნატოს შორის შეიარაღებულ კონფრონტაციაშიც კი გადაიზარდოს.

მისივე შეფასებით, რუსეთმა ნატოსთან შეიარაღებული დაპირისპირებისთვის მზადება გაცილებით ადრე დაიწყო, რისთვისაც ნატო მზად არ აღმოჩნდა, თუმცა მოსალოდნელია რომ შესაბამის ნაბიჯებს ალიანსიც გადადგამს.

„რუსეთმა თავისი სამხედრო შესაძლებლობები გააძლიერა. მან გააძლიერა თავისი საზღვრები დასავლეთის მიმართულებით - კალინინგრადის ოლქში შეიარაღებული ძალების შენაერთები გააძლიერა. ეს არის დისლოცირებული მე-11 გვარდიული არმია, ცალკეული არმია რომელიც უშუალოდ მოსკოვს ექვემდებარება. იგი არ შედის დასავლეთის ოპერატიულ-სტრატეგიულ დაქვემდებარებაში.მოგეხსენებათ რომ ის 2011-12 წლების რეფორმის შემდეგ რუსეთმა კიდევ უფრო გააძლიერა. მან მოდერნიზება გაუკეთა თავისი შეიარაღებული ძალების მართვის სისტემას. დასავლეთის სამხედროს ოლქში დაახლოებით 200-დან 300 ათასამდე ჯარისკაცი.

პლუს ცალკეა მე-11 არმია, რომელშიც 20 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე შედის. ეს არის ფორმალური მონაცემები, რეალურად კიდევ უფრო მაღალი მონაცემებია. სავარაუდოდ 30-40 ათასამდე. პლიუს ტანკების შეიარაღება, რისი უფლებაც რუსეთს აკრძალული ჰქონდა პარიზის შეთანხმებით. რუსეთმა დაარღვია ეს შეთანხმება, ახლა მას ხელ-ფეხი აქვს გახსნილი, რომ ნებისმიერი დამრტყმელი ტიპის შეიარაღება განათავსოს თავის კონტროლირებად ტერიტორიაზე.

პლიუს მესამე არის არქიტის მიმართულება, სადაც პრაქტიკულად 20 000-იანი სარევიზიო დაჯგუფება შექმნა, რაც ყველაზე ძლიერი მიმართულებაა. ეს ფარავს ბალტიისპირეთს, ასევე ჩრდილოეთ ოკეანის მიმდებარე ტერიტორიას. დასავლეთის მიმართულება კი შავი ზღვიდან პოლონეთის ტერიტორიამდე. მე-11 არმია უშუალოდ ლიტვასა და პოლონეთს უქმნის პრობლემას. პრაქტიკულად გერმანიამდეც წვდება თუ კიდევ უფრო გააძლიერებს დარტყმებს და განათავსა ოპერატიულ-სტრატეგიული და ბალესტიკური რაკეტები. უხეშად რომ დავითვალოთ დაახლოებით 400 000-მდე სამხედრო მოსამსახურე ჰყავს. ამას ემატება სამხრეთ მიმართულებაც, რომელიც უშუალოდ საქართველოზე და უკრაინაზეა მომაგრებული სხვათა შორის არანაკლებ ძლიერი დაჯგუფებაა, ვიდრე დანარჩენები“, - აცხადებს მაისაია.

მისივე თქმით, რუსეთმა ფარული სამხედრო რეფორმა გაატარა, მოემზადა ნატოს წევრ სახელმწიფოებზე იერიში მიიტანოს, ნატო კი ამისთვის მზად არ არის და მოსალოდნელია რომ ალიანსი ამ მიმართულებით ნაბიჯებს კიდევ გადადგამს.

„რუსეთმა მოახდინა ფარული სამხედრო რეფორმა, მოემზადა უკეთესად ვიდრე ნატო. ალიანსი რუსეთის სამხედრო გამოწვევისთვის მზად არ აღმოჩნდა. ნატო, რომ გააძლიერებს ბატალიონს რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად ეს საკმარისი არ იქნება. ეს ზღვაში წვეთია, წმინდა სამხედრო და ოპერატიული ანალიზის კუთხით ეს ვერავითარ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს მოსკოვს.

რა თქმა უნდა, მოსალოდნელია რომ ნატო კიდევ გადადგამს ნაბიჯებს, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას. მიღებული იქნება ახალი სამხედრო კონცეფცია, რომლითაც რუსეთი გამოცხადდება მტრად, ან მოწინააღმდეგედ. დაიწყებს ახალი ტიპის სამხედრო სტრატეგიების შემუშავებას“, - აღნიშნავს სამხედრო ანალიტიკოსი, რომელიც აქვე დასძენს, რომ რეალური საფრთხეა ნატოსა და რუსეთს შორის არსებული კონფრონტაცია შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

„რუსეთის სამხედრო პროვოკაციები ამის რეალურ შესაძლებლობას იძლევა. ბევრი ნატოელი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია შეიარაღებული კონფრონტაცია რუსეთსა და ნატოს შორის. ეს ყველაფერი გადაწყდება ვარშავის სამიტზე. შესაძლოა ვითარება იქამდეც გამწვავდეს, თუმცა ნატო გადაწყვეტილებას ვარშავის სამიტზე მიიღებს, რამაც შესაძლოა კიდევ უფრო დაძაბოს ვითარება“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ვახტანგ მაისაიამ.

შეგახსენებთ, Washington Post აშშ-ის თავდაცვის მინისტრზე ეშ კარტერზე დაყრდნობით იუწყება, რომ ნატო პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ათასობით სამხედროს გაგზავნის გეგმაზე მსჯელობს.

როგორც კარტერმა აღნიშნა, ეს იქნება რუსეთის შესაძლო აგრესიის შეკავებისკენ მიმართული ძალისხმევა.მედიასაშუალების ინფორმაციით, საუბარია 4 000 სამხედროსგან შემდგარ 4 ბატალონზე, აქედან 2 აშშ-დან, დანარჩენი კი დიდ ბრიტანეთსა და გერმანიიდან იქნება გაგზავნილი. მანვე აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ალიანსი სავარაუდოდ, ვარშავის სამიტზე მიიღებს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics