08:09 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-03 16:36:36, 604 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი ჟურნალისტებს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი  ჟურნალისტებს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეს ულოცავს.

„დღეს კიდევ ერთხელ ვაცნობიერებთ ქვეყნის განვითარებისათვის პრესის თავისუფლების ფუძემდებლურ მნიშვნელობას, პლურალისტური, დამოუკიდებელი მედიის როლს  ადამიანის უფლებათა დაცულობის, დემოკრატიის  გაძლიერებისთვის.

ჟურნალისტთა კორპუსს „მეოთხე ხელისუფლებას“ უწოდებენ არა მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე დიდი გავლენის გამო, არამედ უპირატესად  იმიტომ, რომ მათი საქმიანობის გარეშე შუძლებელია სახელმწიფოს ეფექტური ფუნქციონირება", - აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში.

პრეზიდენტის მილოცვაში განსაკუთრებით აღნიშნულია, რეგიონული მედიის  ფუნქცია ქართული პოლიტიკური და საზოგადოებრივი კულტურის ჩამოყალიბების პროცესში.

„ძლიერი, ეფექტური, კვალიფიციური რეგიონული ჟურნალისტიკის გარეშე წარმოუდგენელია ქვეყნის განვითარება. იმ ჟურნალისტებს, ვინც რეგიონებში ამკვიდრებენ თავისუფალი მედიისა და პროფესიული ჟურნალისტიკის ფასეულობებს, თითოეული ადამიანისთვის ხელმისაწვდომს ხდიან ინფორმაციას, დიდი და საპასუხისმგებლო საზოგადოებრივ როლი აკისრიათ.

ყოველი ხელისუფლების, თითოული სახელმწიფო მოხელის მოვალეობაა ამ ძალისხმევის თანადგომა, გამოხატვის თავისუფლების დაცვა, მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა", - ნათქვამია მილოცვაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics