05:08 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-03 16:47:28, 466 ნახვა

პოლიტიკა
ბესელია ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებაზე: ვინც არ დაუჭერს მხარს ამ ინიციატივას, ძალიან მალე შეხვდება თავის ამომრჩეველს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებაში ფორმულირება, რომ ქორწინება  ქალისა და მამაკაცის ერთობააა, საერთო სახალხო განხილვის დროს მოსახლეობამ მოიწონა  და მისი კომიტეტი  ცვლილებების პროექტზე ხუთშაბათს იმსჯელებს.

ბესელია დარწმუნებულია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ცვლილებებს მხარს დაუჭერს და მას  უახლოეს მომავალში პარლამენტში არსებითად განიხილავენ.

ეკა ბესელია ელის, რომ   ქორწინების დეფინიციის თაობაზე, საქართველოს  მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერილ პროექტს, პარლამენტის საკონსტიტუციო უმრავლესობა მხარს დაუჭერს.

„დასრულდა საერთო სახალხო განხილვა კონსტიტუციური ცვლილების და ჩვენი ფორმულირება, რომ ქორწინების განმარტება იყოს კონსტიტუციაში მკაფიო, რომ მეუღლეებში იგულისხმება ქალი და კაცი და რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ეს ფორმულირება მოიწონა საერთო სახალხო განხილვის დროს მოსახლეობამ და უკვე ჩვენი კომიტეტი განიხილავს, ჩვენ ხუთშაბათს ამ პროექტზე ვიმსჯელებთ. 

დარწმუნებული ვარ, კომიტეტი მხარს დაუჭერს და უკვე შევთავაზებთ პარლამენტს შემდეგ კვირას.  იმედი მაქვს  და მოლოდინიც, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერილ პროექტს, ქორწინების დეფინიციის თაობაზე, მხარს დაუჭერს პარლამენტის საკონსტიტუციო უმრავლესობა. თუ ვინმე არ დაუჭერს მხარს ამ ინიციატივას, ყველა ძალიან მალე შეხვდება თავის ამომრჩეველს სულ რამდენიმე თვეში და მათ თავად უნდა უპასუხონ კითხვას, რატომ არ დაუჭირეს მხარი იმ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც მოსწონს ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას და ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან ღირებული, იდენტობისა და ჩვენი ტრადიციების ძალიან მნიშვნელოვანი ხაზგასმა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics