04:34 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-04 12:47:05, 522 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: ჩვენი შეიარაღებული ძალები ჩვენი ქვეყნის იმიჯსა და გლობალურ სტაბილურობას აძლიერებენ

„25 წლის წინ, როდესაც ჩვენ კიდევ ერთხელ გავხდით დამოუკიდებლები და დავიწყეთ ჩვენი სახლემწიფოებრიობის  ხელახლა აღდგენა, ჩვენ გადავდგით მთავარი და სწორი ნაბიჯი - დავიწყეთ ძლიერი შეიარაღებული ძალების  შექმნა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  IV მექანიზირებული ბრიგადის ტერიტორიაზე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს ნაბიჯი განპირობებული იყო იმ ისტორიული ლოგიკით, რომლითაც ჩვენი სახლემწიფო სამი ათასი წლისგანმავლობაში არსებობდა.

 „საუკუნეების განმავლობაში პატარა ქვეყანას, რომელიც იმპერიებს შორის იყო მოქცეული, სწორედ თავისი შეიარაღებული ძალებით და თავისი მებრძოლებით, შეეძლო დამოუკიდებლობის და თავისი იდენტობისშენარჩუნება. ამ უმნიშვნელოვანესი და გმირული ტრადიციის გამგრძელებლები ხართ თქვენ დღეს.

 თქვენ დღეს აგრძელებთ იმ წინაპრების ბრძოლას, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა 21-ე საუკუნემდე მოიყვანეს.თქვენ, დღეს ამას აკეთებთ ამაყად, ჩვენი ჯარების პროფესიონალიზმის, თქვენი კვალიფიკაციიდან გამომდინარე,  არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხა წერტილში.

 თქვენ აძლიერებთ ჩვენი ქვეყნის იმიჯს, გლობალურ სტაბილურობას და წინ სწევთ ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ჯარისკაცებს ქართველი ხალხის სახელით, მინდა მადლობა გადაუხადა.   მინდა თავი დავხარო იმ „მებრძოლების წინაშე, რომლებიც დღეს აქ არ დგანან, მაგრამ ბუნებრივია, მათი საქმე და მათი სულები აქ არიან, მომავლშიც იქნებიან და გააძლიერებენ ჩვენს სამშობლოს.

 საქართველოს სახელმწიფო, თითოეული მოქალაქე მადლობელია იმისთვის, რომ მათ შეუძლიათ იმუშაონ,იღვაწონ, ქვეყანა ააშენონ და წინ წასწიონ იმ დემოკრატიულ რეფორმებში, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ,გამომდინარე იმ სამსახურიდან, რომელსაც თქვენ ეწევით.

 საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით და საქართველოს სახელმწიფოს სახელით მადლობას გიხდით ამ სამსახურისთვის.

 მჯერა, რომ თქვენი მოწოდება, თქვენი უნარი, თქვენი ვაჟკაცობა, ის ტრადიციები, რომლებიც ჩვენყოველთვის გაგვაჩნდა, მომავალშიც წინ წასწევს საქართველოს.

 ღმერთმა დალოცოს თქვენი საქმე და ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო საქართველო!" - აღნიშნა  გიორგი მარგველაშვილმა.

ცნობისთვის,  საქართველოს შეიარაღებული ძალების 25 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენშტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, შეიარაღებული ძალების სხვა წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics