08:32 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-04 14:06:14, 722 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს

4-6 მაისს, საქართველოს ეროვნული ბანკი, EBRD-ს მხარდაჭერით საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს. შეხვედრის მთავარი თემა მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციისა და ინსტრუმენტების განვითარებაა.

ღონისძიებაში საქართველოს ეროვნული ბანკთან ერთად მონაწილეობენ სომხეთის, ყირგიზეთისა და მონღოლეთის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები.

ფორუმზე, რომლის მთავარი მიზანი მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის გაუმჯობესებაა, მონაწილეებმა საქართველოს ეროვნული ბანკის მაგალითზე განიხილეს თუ როგორ შეუძლია ინფლაციის თარგეთირების მქონე ცენტრალურ ბანკს, პატარა ღია ეკონომიკაში გაუმკლავდეს საგარეო შოკებს. ისაუბრეს მონეტარული პოლიტიკის ფორმულირებისა და კომუნიკაციის პოლიტიკაზე. მონღოლეთისა და ყირგიზეთის ცენტრალური ბანკების მაგალითებზე კი განიხილეს თუ როგორ უნდა მოხდეს მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის გაუმჯობესება.

„საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს მისი ძირითადი ამოცანების, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება. მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობისათვის მნიშვნელოვანია რომ საზოგადოებას ჰქონდეს ინფლაციის სწორი მოლოდინები, რაც დაეხმარებათ მათ გრძელვადიან ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებაში. ჩვენი მიზანია კომუნიკაციის არსებული არხების განვითარება და ახალი გზების დანერგვა. დღევანდელი შეხვედრა, რომელსაც მაღალი რანგის სპეციალისტები უძღვებიან სწორედ ამ საკითხებს ეძღვნება“, - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდეტმა არჩილ მესტვირიშვილმა.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეები დაესწრნენ ანალიტიკოსებთან შეხვედრას, რომელსაც ეროვნული ბანკი რეგულარულად ატარებს და სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა, მაისის თვის ინფლაციის მიმოხილვასთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარადგინეს.

ფორუმის ორგანიზატორები საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად არიან საკონსულტაციო კომპანია OGResearch და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი(EBRD).




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics