22:12 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-04 16:39:24, 644 ნახვა

რეგიონი
უნგრეთსა და საქართველოს შორის სოფლის მეურნეობის კუთხით თანამშრომლობა გააქტიურდება

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია  უნგრეთის მთავრობის კომისარს, დიულა ბუდაის შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების და სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის  გაღრმავების საკითხები განიხილეს.

ოთარ დანელიამ დეტალურად ისაუბრა საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების კუთხით მიმდინარე პროექტებზე, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საექსპორტო პოტენციალზე და ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ  საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა  ქვეყანას  საინვესტიციო  მიმართულებით კიდევ უფრო მიმზიდველს და პერსპექტიულს  ხდის. როგორც მინისტრმა განაცხადა,  ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების  შემდეგ, ქართული პროდუქციისთვის ევროპის ბაზარი გაიხსნა.  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის  შესახებ შეთანხმების (DCFTA) ძალაში შესვლის შემდეგ, ქართული პროდუქციის ექსპორტის საერთო  მოცულობის 36 % ევროკავშირის ბაზარზე მოდის.

უნგრეთის მთავრობის კომისარმა, დიულა ბუდაიმ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავება მნიშვნელოვანია. საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციების განხორცელების მიმართულებით დაინტერესება უნგრული კომპანიების მხრიდან  უკვე არსებობს.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ უნგრეთ-საქართველოს შორის აგრარული მიმართულების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარე წლის ნოემბერში თბილისში გაიმართება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას  უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  საქართველოში შანდორ საბო და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდნენ. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნოდარ კერესელიძემ უნგრელ სტუმრებს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სოფლის მეურნეობის სამიეცნიერო-კვლევითი ცენტრის სამუშაო პროცესი გააცნო და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მარანი, ენოთეკა და ღვინის მუზეუმი დაათავლიერებინა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics