08:02 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 10:19:09, 827 ნახვა

ეკონომიკა
პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მთავრობა კიდევ სამ პროექტს დააფინანსებს

მთავრობა სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ სამ  პროექტს დააფინანსებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა,  პროგრამის ფარგლებში სამი პროექტი განხორციელდება, ესენია: მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მესაქონლეობის ფერმერული პროექტი, დაბა ხელვაჩაურში სამშენებლო მასალების საწარმოო კომბინატი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გათვალისწინებულია მინერალური პროდუქტების საწარმოს მშენებლობა:

„ვაგრძელებთ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში პროექტების დაფინანსებას. დღეს გამოგვაქვს სამი პროექტი ამ მიმართულებით, ამ პროექტის ფარგლებში უკვე 164 საწარმო დაფინანსდა და მთლიანი ინვესტიციები ამ პროექტის ფარგლებში 400 მილიონ ლარს აჭარბებს და 7 500 ზე მეტი ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს.ეს პროექტები დიდ ნაწილში უკვე ფუნქციონირებს, ნაწილობრივ ჯერ კიდევ იმყოფება იმ ორწლიან ვადაში, როდესაც კომპანიებმა უნდა დააასრულონ საწყისი ინვესტიციები, რათა დაიწყოს ფუნქციონირება ამ კომპანიებმა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს კიდევ ჩვენ გამოგვაქვს 3 პროექტი, ეს არის მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მესაქონლეობის ფერმერული პროექტი, რომელსაც სოფელ მარტყოფში განახორციელებს კომპანია „მარტყოფის ბაგა“.2 მილიონ ნახევარ ლარზე მეტი ინვესტიციაა გათვალისწინებული ამ კომოპნიის მხრიდან, ასევე დაბა ხელვაჩაურში სამშენებლო მასალების საწარმოო კომბინატი, სადაც მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციაა გათვალისწინებული და ეს არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გადაცემა, ასევე სადაც გათვალისწინებულია მინერალური პროდუქტების საწარმოს მშენებლობა დაახლოებით 200 000 ლარამდე ინვესტიციაა გათვალისწინებული და ჩვენ ამ მიმართულებით ინტენსიურ მუშაობას გავაგრძელებთ. ვფიქრობთ, კიდევ არაერთი საწარმო გაიხსნება“,-განაცხადა კვირიკაშვილმა.

მან მინისტრებს მოუწოდა, პროექტების შესახებ საზოგადოებას  მეტი ინფორმაცია მიაწოდონ:

„მოგიწოდებთ მთავრობის წევრებს, მაქსიმალურა ჩავერთოთ ამ პროექტების  თაობაზე ინფორმაციის ჩვენს საზოგადოებამდე მიტანის პროცესში. მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რომ თითოეული ასეთი პროექტი არის იმისთვის განსაზღვრული, რომ  შეიქმანას ახალი სამუშაო ადგილები და ძალიან ხშირად საჭიროა ალბათ უფრო მეტი ინფორმაციის მიტანა.მადლობა მინდა ვუთხრა ეკონომიკის მინისტრს, მან საკმაოდ კარგად, ვიზულარუად წარმაოდგინა რამოდენიმე პროექტი, სამწუხაროდ, მას არ მიეცა საშუალება, რომ მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა, რაც ძალიან სამწუხაროა, არვიცით, ეს ტექნიკური ხარვეზი იყო თუ სხვა რამ. მინდა ყველას მოგიწოდოთ, მაქსიმალურად შევეცადოთ, მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს საზოგადოებას ასეთი პროექტების შესახებ“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics