05:48 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 11:24:27, 552 ნახვა

პოლიტიკა
მიიღებს თუ არა პაატა ბურჭულაძე არჩევნებში მონაწილეობას სავარაუდოდ 7-10 დღეში გადაწყდება

პაატა ბურჭულაძის „საქართველოს განვითარების ფონდი“ არჩევნებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, - ამის შესახებ ფონდის სამართლის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელმა დავით ჯანდიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯანდიერის განცხადებით, პაატა ბურჭულაძე აღნიშნულ საკითხზე გუნდთან ერთად იმსჯელებს. მისივე თქმით, „7-10 დღის განმავლობაში პოზიცია იქნება ჩამოყალიბებული“.

„ის განწყობა რომელიც არის მოსახლეობაშია ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ ხელისუფლებას მართვის რესურსი ამოწურული აქვს. მოსახლეობა ვერ უყურებს შექმნილ პოლიტიკურ სპეტრში ერთგვარ ძალას, რომელზეც გააკეთებდა არჩევანს. რა თქმა უნდა ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა. თუმცა გადაწყვეტილება არჩევნებთან დაკავშირებით მიღებული არ არის. ბატონი პაატა იმსჯელებს გუნდთან ერთად. კვლავ გააგრძელებს მსჯელობას რამდენიმე დღის განმავლობაში და საბოლოოდ შევჯერდებით იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც იქნება მიღებული. ვნახოთ ეს პროცესი რამდენ ხანს გაგრძელდება. სავარაუდოდ ერთი კვირა - 10 დღის განმავლობაში ეს იდეა ჩამოყალიბებული იქნება“, - განაცხადა დავით ჯანდიერმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics