21:28 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 18:04:50, 587 ნახვა

პოლიტიკა
კაციტაძე: ვადასტურებ, რომ პარლამენტში საარჩევნო სისტემის ალტერნატივად გერმანული მოდელი გვაქვს წარდგენილი

„ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარის მამუკა კაციტაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არასაპარლამენტო ოპოზიციას უკვე წარდგენილი აქვს „ქართული ოცნებისთვის“ გერმანული მოდელი როგორც სარეზერვო ვარიანტი.

კაციტაძის განცხადებით, თუ საკონსტიტუციო ცვლილება ან ჩავარდება ან გაიწელება ბუნებრივია ისინი უახლოეს მომავალში ახალ ინიციატივას შეიტანენ.

„ჯერ კიდევ გარკვეული კონსულტაციებია საჭირო ცალკეულ ფრაქციებთან. ჩვენ უახლოეს მომავალში გავხდებით მოწმე საქართველოს პარლამენტში ახალი ინიციატივის რომ საარჩევნო კოდექსში დაიწყოს ცვლილება გერმანული ვარიანტის დასამკვიდრებლად, თუმცა ჯერ კიდევ გარკვეული კონსულტაციებია საჭირო გარკვეულ ფრაქციებთან რომლებთანაც მე მქონდა შეხვედრა და პოზიტიურად ვარ განწყობილი.

არ მინდა მოვლენებს გავასწრო და მომავალ კვირამდე კიდევ გარკვეული სამუშაოები იქნება ჩასატარებელი. ვადასტურებ, რომ ჩვენ ალტერნატივად გერმანული მოდელი გვაქვს წარდგენილი, რომელიც მხარდაჭერილია საპარლამენტო ჯგუფების მხრიდან. უბრალოდ დამატებითი კონსულტაციები იქნება საჭირო და მომავალ კვირაში ეს პროცესი დაიწყება“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ოპოზიციური პარტიის წევრებს შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics