05:52 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 19:32:44, 577 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს კომისარს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს კომისართან გიულა ბუდაისთან, რომელიც საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერების პერსპექტივებს. დაფიქსირდა საერთო ინტერესის მქონე პროექტების განხორციელების  სურვილი. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ „ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის" შესახებ შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკებები მიმდინარე წლის მაისის ბოლომდე დასრულდება და შეთანხმებას უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი. აღინიშნა, რომ შეთანხმების გაფორმება შექმნის მნიშვნელოვან სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც წაახალისებს ორმხრივი ინვესტიციებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

გარდა ეკონომიკური ურთიერთობებისა, ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე. გიულა ბუდაიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა უნგრეთის ურყევი მხარდაჭერა ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილების დროულად მიღების თაობაზე.

მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა გიულა ბუდაის უნგრეთის მხარდაჭერისა და საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების სათანადოდ დაფასებისათვის. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აქტიურ მუშაობას ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების მიზნით.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics