07:39 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-06 15:14:28, 549 ნახვა

პოლიტიკა
პოლიტიკური პარტიების დაცვისთვის შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტი განიხილავს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა პოლიტიკური პარტიებისა და მათი წევრების უფლებების დასაცავად მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი. კომიტეტზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ წარადგინა.

პარლამენტის მიერ ცვლილებების პაკეტის მიღების შემთხვევაში,  პოლიტიკური პარტიები და მათი წევრები თვითნებობისა და საჯარო რეესტრში მათ შესახებ ცრუ მონაცემების რეგისტრაციისაგან იქნებიან დაცულნი.

ამჟამად მოქმედი კანონის შესაბამისად, პარტიის დაფუძნებისას აუცილებელია, პროცესს ესწრებოდეს ნოტარიუსი. ცვლილებების თანახმად, ეს წესი გავრცელდება არა მხოლოდ პარტიის დაფუძნებისას, არამედ შემდეგაც − თუ პარტიის დოკუმენტაციაში შევა ცვლილება, ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებების მომენტში ნოტარიუსის ყოფნა ადგილზე სავალდებულო გახდება. ეს პოლიტიკური პარტიის წევრებს, ხელმძღვანელებს, წარმომადგენლებს დაიცავს ნებისმიერი  უთანხმოებისგან.

კანონპროექტი იმ პროცედურული ნორმების დახვეწასაც ითვალისწინებს, რომლებიც პოლიტიკური გაერთიანების/პარტიების წესდებაში ან/და რეგისტრაციას დაქვემდებარებულ მონაცემში ცვლილების შეტანას არეგულირებს. პარტიის წესდებასა და რეგისტრაციას დაქვემდებარებულ სხვა მონაცემში ცვლილების შესატანად პარტიის ყრილობის გადაწყვეტილებაა საჭირო. ყრილობის ოქმი დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის მიერ, რომელიც პარტიის ყრილობას დაესწრება. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ნოტარიუსის დასწრება და მის მიერ ოქმის დამოწმება აუცილებელია მხოლოდ პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე პოლიტიკური გაერთიანების შექმნისას.

პოლიტიკური პარტიის წევრების თვითნებობისაგან დასაცავად  და პარტიის შესახებ ცრუ მონაცემების რეგისტრაციის თავიდან აცილების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებები სავალდებულოს ხდის ნოტარიუსის დასწრებას არა მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანების დამფუძნებელ ყრილობაზე,  რათა ეჭვი − ყრილობა ნამდვილად შედგა თუ არა, გამოირიცხოს. გარდა ამისა, პოლიტიკური პარტიის ყრილობაზე ნოტარიუსის დასწრება გამორიცხავს პოლიტიკური გაერთიანების მხრიდან გადაწყვეტილების თვითნებურად მიღების შესაძლებლობას, მათ შორის, პარტიიდან მათი წევრების გარიცხვის შესახებ, რაც პოლიტიკური გაერთიანების უფლებებს უფრო დაცულს ხდის.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოქმედი რედაქცია პოლიტიკურ გაერთიანებებს ავალდებულებს, საჯარო რეესტრს წარუდგინონ მხოლოდ პარტიის წესდებაში შემავალი ცვლილებები. ახალი რეგულაციით,  ასეთი ვალდებულება იარსებებს პარტიების რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული სხვა რომელიმე მონაცემის ცვლილების შემთხვევაშიც. პოლიტიკური გაერთიანება ვალდებული იქნება, 10 დღის ვადაში წარუდგინოს საჯარო რეესტრს შესაბამისი დოკუმენტაცია. 

კანონპროექტის კიდევ ერთი სიახლეა პარტიის სახელმწიფო რეგისტრაციისა და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის ერთ პროცედურად გაერთიანება, რაც იმას ნიშნავს, რომ  პარტიის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია პოლიტიკურ გაერთიანებას გაათავისუფლებს გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირების აუცილებლობისაგან.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics