00:03 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-06 15:28:09, 596 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: თბილისის მერის და ჩემი მეგობრის პოზიციით გაოცებული ვარ

გამაოცა თბილისის მერის, ჩემი დიდი ხნის კოლეგისა და მეგობრის პოზიციამ იმასთან დაკავშირებოთ, რომ დეკემბრამდე საკრებულოში მისვლას არ აპირებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ცენტრალური ორგანოებიდან თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში ჩარევა არ არის სწორი.

“ყველაზე მეტად გამაოცა თბილისის მერის, ჩემი დიდი ხნის კოლეგისა და მეგობრის, პოზიციამ იმასთან დაკავშორებით, რომ დეკემბრამდე საკრებულოში მისვლას არ აპირებს. ამაზე უბრალოდ გავოცდი ამ განცხადების გამო. მინდა, ვთხოვო და ვურჩიო ბატონ დავითს, რომ გაითვალისწინოს  - თუ დეკემბრამდე არ მივა საკრებულოში, შესაძლოა დეკემბრიდან საკრებულოს არ მოუნდეს მასთან შეხვედრა და არა მხოლოდ საკრებულოს.

ეს არ არის სწორი პოზიცია - ვინც ასე ეპყრობოდა საკრებულოს, თუ პარლამენტს, მაინცამაინც დიდი წარმატებებისთვის არ მიუღწევიათ. ამაზე მეტყველებს ჩვენი უახლოესი წარსული. ყველა კითხვაზე ყველას უნდა ჰქონდეს პასუხი”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის თქმით, მიუსვლელობა და კითხვებზე პასუხის გაუცემლობა, ეს  ყველაზე უფრო ნოყიერი საფუძველია შემდგომი სპეკულაციებისა და ჭორების.

„მინდა, დავინახო განვითარებული თბილისი, ათვისებული ტერიტორიები, გაშენებულო ბაღები, მაგრამ მე მინდა ვხედავდე, რომ ეს ყველაფერი ხდება ყოველგვარი მითქმა-მოთქმის საფუძვლების გარეშე. ისიც ფაქტია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს, რაღაც წარმოაჩინოს თავისთვის სასარგებლოდ. თუ ვინმე ზედმეტად აბუქებს პრობლემას, ამას სჭირდება ფაქტებით, ქაღალდებით, დოკუმენტებით უარყოფა და არა ის, რომ მე არ მოვალ სადმე და არ დაგელაპარაკებით“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics