08:34 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-06 16:56:29, 411 ნახვა

პოლიტიკა
ძიძიგური: დაუჭერს თუ არა ლალიაშვილს მხარს უმრავლესობა, კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი

„კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი ზვიად ძიძიგური ადასტურებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი თამარ ლალიაშვილი მისი ბრალმდებელი იყო.

როგორც ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებს განუცხადა, 20 წლის წინ, 1995 წელს, ლალიაშვილი მის სასამართლო პროცესზე პროკურორი იყო.

„არავითარი ბოღმა არ მაქვს გულში ამის გამო. მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს თუ არა უმრავლესობა, ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები როცა გაიმართება, შემდეგ გახდება ცნობილი“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, თამარ ლალიაშვილმა დღეს განმარტება გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში დეპუტატ ზვიად ძიძიგურის პროცესზე პროკურორი იყო.

მან აღნიშნა, რომ ზვიად ძიძიგურის სიკვდილით დასჯას მხარს არ უჭერდა. ლალიაშვილის თქმით, ამის დამადასტურებელი საბუთები არსებობს - სასამართლო სხდომის ოქმი და სატელევიზიო ჩანაწერებიც.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics