2016-05-20 13:21:24, 1205 ნახვა
მსოფლიო
კიევში ბატალიონ “აზოვის” მებრძოლები დონბასში არჩევნების წინააღმდეგ მსვლელობას მართავენ
კიევში ბატალიონ “აზოვის” მებრძოლები აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მიერ კონტროლირებად რაიონებში არჩევნების ჩატარების წინააღმდეგ მსვლელობას მართავენ, - ამის შესახებ ტელეკომპანია "112 უკრაინა" იუწყება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქცია ლოზუნგით “ერის მოთხოვნა - არა კაპიტულაციას” მიმდინარეობს. მსვლელობა “დედა სამშობლოს” მონუმენტიდან დაიწყო და უმაღლეს რადას შენობასტან დასრულდება, სადაც აქციის მონაწილეები დეპუტატებისთვის მოთხოვნების წარდგენას გეგმავენ. მედიის ინფორმაციით, მსვლელობაში დაახლოებით 500 ადამიანი მონაწილეობს. უკრაინის ხელისუფლება დონეცკისა და ლუგანსკში ოკუპირებულ ტერიტორიებე ადგილობრივი არჩევნების ჩატარების პირობად დამკვირვებლების შეშვებასა და საზღვარზე კონტროლის აღდგენას აყენებს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ არ გამორიცხა, რომ დონბასში არჩევნები წლის ბოლომდე ჩატარდეს. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
|
ომი უკრაინაშიკანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
უკრაინის დაზვერვა - მოსკოვის აეროდრომზე რუსების ვერტმფრენი Ka-32 გავანადგურეთ
უკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|