04:46 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 10:54:28, 666 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ თს პუნქტებს მედიკამენტები და სადიაგნოსტიკო საშუალებები გადაეცა

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ თემის სამედიცინო პუნქტებს პირველადი სამედიცინო დახმარების მედიკამენტები, გლუკომეტრის აპარატები, გლუკომეტრის ტესტ-ჩხირები და წნევის საზომ აპარატები გადასცა.

სამინისტროს ცნობით, მედიკამენტების და სადიაგნოსტიკო საშუალებების გადაცემა „სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

ხულოს მუნიციპალიტეტში მედიკამენტებსა და სადიაგნოსტიკო საშუალებები 46 თემის სამედიცინო პუნქტმა, ხოლო შუახევის მუნიციპალიტეტში 39 თემის სამედიცინო პუნქტმა მიიღო.

მიმდინარე წელს, სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 783 400 ლარს შეადგენს.

პროგრამით ასევე გათვალისწინებულია თემის სამედიცინო პუნქტების მედდების ხელფასით უზრუნველყოფა.

პროგრამის ფარგლებში, აჭარის სოფლის მოსახლეობას, ექიმამდელ სამედიცინო დახმარებას 230 მედდა აწვდის. 2016 წლის I კვარტლის მონაცემებით სამედიცინო მომსახურება გაეწია 35 638 სოფლის მცხოვრებს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics