00:20 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 13:13:49, 590 ნახვა

სამხედრო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მზადება აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მზადება აქტიურად მიმდინარეობს.

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელის განცხადებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობას ქართველებთან ერთად,  ამერიკელი და ინგლისელი სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, თბილისს უკვე ესტუმრნენ პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ბენდები, რომლებიც ქართველებს 25 წლისთავის აღსანიშნავად შოუს შესთავაზებენ.

მისივე განმარტებით, წელსაც იქნება ტრადიციული ფიცის დადების ცერემონიალი, რომელიც ერთდროულად საქართველოს რამდენიმე ქალაქში ჩატარდება.

„ჩვენი სტუმრები უკვე ჩამოსული არიან. იცით, რომ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ ამერიკელი და ინგლისელი სამხედროები, რომლებიც ჩვენთან ერთად „ღირსეულ პარტნიორში“ მონაწილეობდნენ. ასევე წარმოდგენილი იქნება ტექნიკა, სრულად არა, მაგრამ სიმბოლურად, რომელიც წვრთნებში მონაწილეობდა. დღეს ჩამოვიდნენ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ბენდები, რომლებიც ასევე მონაწილეობას მიიღებენ და პატარა შოუს შესთავაზებენ ქართველებს 25 წლისთავის აღსანიშნავად, სამხედრო ოკრესტრის მონაწილეობით და იქნება ტრადიციული ფიცის დადების ცერემონია, რომელიც ერთდროულად საქართველოს რამდენიმე ქალაქში ჩატარდება", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics