08:16 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-27 13:49:40, 644 ნახვა

საზოგადოება
რობი უილიამსის კონცერტთან დაკავშირებით, 15:00 საათიდან თბილისის რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება

რობი უილიამსის კონცერტთან დაკავშირებით, 15:00 საათიდან თბილისის რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება.

ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული.

“შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 27 მაისს, 15:00 საათიდან, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და ავტოტრანსპორტის უსაფრთხოდ მოძრაობის მიზნით, ავტომანქანით გადაადგილება იკრძალება შემდეგ ქუჩებზე:

მტკვრის მარცხენა სანაპიროს და ცაბაძის ქუჩის კვეთიდან ცაბაძისა და თევდორე მღვდლის ქუჩების კვეთამდე (ცაბაძის ქუჩა სრულად დაიკეტება);

წერეთლის გამზირის დასაწყისიდან (N1-დან) ვახუშტის ქუჩის კვეთამდე;

გადაიკეტება დავით აღმაშენებლის გამზირი. კერძოდ, თამარ მეფის გამზირისა და დავით აღმაშენებლის გამზირის კვეთიდან - დავით აღმაშენებლის გამზირისა და ცაბაძის ქუჩის კვეთამდე;

ავტომანქანები ვერ იმოძრავებენ დავით ყიფიანისა და მეტრეველის ქუჩებზე;

სატრანსპორტო მოძრაობა იკრძალება თამარ მეფის გამზირისა და მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთიდან - მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩისა და წერეთლის გამზირის კვეთამდე;

მძღოლები ასევე ვერ იმოძრავებენ აბასთუმნის ქუჩაზე.

სრულად დაიკეტება ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის - „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩები.

ავტომანქანებით გადაადგილება ნებადართული იქნება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, თამარ მეფის გამზირსა და თევდორე მღვდლის ქუჩაზე.

გადაკეტილ ქუჩებზე მოძრაობა აღდგება კონცერტის დასრულების შემდეგ”, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics