04:13 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 13:24:21, 347 ნახვა

იან კელი „რუსთავი 2-ზე“: საარჩევნო წელია და მნიშვნელოვანია არჩევნები თავისუფალ მედია გარემოში ჩატარდეს

ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენს, არჩევნების სამართლიანად ჩატარება და ამისთვის აუცილებელია, თავისუფალი და სამართლიანი მედია გარემო, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ „რუსთავი 2“-ის მიმდინარე სასამართლო პროცესის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.

ელჩის თქმით, სააპელაციო პროცესი მიმდინარეობს და რადგან ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა ის კონკრეტულ კომენტარს ვერ გააკეთებს.

"ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს არის საარჩევნო წელი და წელს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ იმას, რომ არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს. ყველას უნდა ჰქონდეს საშუალება, გამოხატოს თავის აზრი და ამომრჩეველი იყოს სათანადოდ ინფორმირებული. „რუსთავი 2“ ამ შემთხვევაში ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს, სწორედ იმისთვის, რომ სხვადასხვა მოსაზრება იყოს გაჟღერებული", - განაცხადა იან კელიმ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics