20:51 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 13:41:24, 470 ნახვა

პოლიტიკა
კელი კორცხელის ინციდენტზე: მსგავსი ინციდენტები თავისუფალ გარემოს ზიანს აყენებს

ის რაც მოხდა კორცხელში, აბსოლუტურად მიუღებელია, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კელიმ განაცხადა, ქვეყანაში პოლიტიკური ქცევის წესები უნდა ჩამოყალიბდეს.

"ეს იყო პოლიტიკური ძალადობა, რაც დემოკრატიული ქვეყნისთვის და ქვეყნის განვითარებისთვის მიუღებელია, განსაკუთრებით კი საარჩევნო წელს. მსგავსი ინციდენტები თავისუფალ გარემოს ზიანს აყენებს.

გვაქვს ურთიერთობა და საუბარი საქართველოს მთავრობასთან. მოვუწოდეთ, რომ ეს ინციდენტი ბოლომდე გამოიძიონ, იმისათვის, რომ პოლიტიკურ ზეწოლას და ძალადობას ადგილი არ ჰქონდეს. აღვნიშნავ, რომ აუცილებელია პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი", - განაცხადა იან კელიმ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics