21:05 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 15:16:17, 2712 ნახვა

კულტურა
რაბათში ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

ახალციხეში, რაბათის ტერიტორიაზე, 10, 11 და 12 ივნისს ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციას უძღვებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციისა და რეგიონული პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი ანა რაბოშენკო,  ხალიჩების ფესტივალის დირექტორი ნინო ყიფშიძე, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის დირექტორი ირინა კოშორიძე და მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის დირექტორი ლეილა ალიევა.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი „რაბათი“, ახალციხეში, რაბათის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე ოფიციალურად 11 ივნისს, 15:00 საათზე გაიხსნება.

წელს, ფესტივალი საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმისა და აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის ორგანიზებით, პროექტის „Check In Georgia” ფარგლებში იმართება. 

ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალზე ადგილობრივი და მოწვეული ხალხური ოსტატები და სახელოსნოები რაბათის ქვედა ციხის ტერიტორიაზე თანამედროვე ხალიჩურ ნაწარმს წარმოადგენენ. ჩატარდება მატყლის დამუშავების, დართვის და ნართის ღებვის დემონსტრაცია. ხალიჩების გალერეები მოაწყობენ გამოფენა-გაყიდვას. იმუშავებს 20-მდე პავილიონი, სადაც გამოფენილი იქნება მრავალფეროვანი ხალიჩური ნაწარმი სხვადასხვა ქვეყნიდან. საინფორმაციო პავილიონში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ხალიჩურ ნაწარმზე, გაესაუბრონ ექსპერტებს, ნახონ დოკუმენტური ფილმები და დაათვალიერონ ლიტერატურა სხვადასხვა ხალიჩურ ნაწარმზე; გადაიღონ ოჯახური პორტრეტები ხალიჩის ფონზე და ა.შ.

ფესტივალის მონაწილე მუზეუმები, სამი დღის განმავლობაში, ყოველ დღე ჩაატარებენ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამებს სხვადასხვა ასაკის ვიზიტორებისთვის. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „ხალიჩა, როგორც კულტურული მემკვიდრეობა და მეხსიერება”. კონფერენცია მოიცავს ახალ სამეცნიერო კვლევებს; ხალიჩების და ფარდაგების მწარმოებელი გაერთიანებები ჩაატარებენ  პრეზენტაციებს, ბუნებრივი საღებავებით ღებვის ლექცია-დემონსტრაციებს და დისკუსიებს ხალიჩების რეწვის დღევანდელი გამოწვევების შესახებ.

რაბათის ზედა ციხეზე დაგეგმილია გამოფენები სხვადასხვა მუზეუმების კოლექციებიდან.

ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალში  ასევე ჩართულია მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

 

ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალის გახსნის პარალელურად,  11 ივნისს, რაბათში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციის ”Art Bridge” ორგანიზებით, Kavkaz Jazz Festival 2016 -ის დასკვნითი გალა კონცერტი გაიმართება. დასწრება უფასოა.

რაბათში გამგზავრების და ორივე ფესტივალზე (ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალის გახსნა და  და  Kavkaz Jazz Festival 2016-ის დასკვნითი გალა კონცერტი) დასწრების მსურველებს 11 ივნისს, უფასოდ მოემსახურება ავტობუსები:

ვარდების მოედანი (რესპუბლიკის მოედანი)- 11 ივნისი - გასვლა-08:00 სთ - 01:00 სთ - ჩამოსვლა; გასვლა-10:00 სთ - 01:00 სთ - ჩამოსვლა.

ავტობუსები უფასო იქნება ასევე, 10 და 12 მაისს, რაბათში გამგზავრების და ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალის სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრების მსურველებისთვისაც.

ვარდების მოედანი (რესპუბლიკის მოედანი)- 10 ივნისი - გასვლა - 08:00 სთ - 22:00 სთ - ჩამოსვლა; 12 ივნისი - გასვლა - 08:00 სთ – 23:00სთ - ჩამოსვლა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics