08:22 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 20:20:47, 539 ნახვა

საზოგადოება
ბერნში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გაიმართება

ქ. ბერნში, შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება.
 
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა და შვეიცარიის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, კრისტა მარკვალდერმა. გამომსვლელებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები. შვეიცარიის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ის ძალზე მოხარულია, რომ მიმდინარე წლის 5-6 სექტემბერს, პირველად, ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საქართველოს და მიიჩნევს, რომ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გამყარდება ამ ვიზიტის შემდეგ.
 
მიღებაზე საელჩოს მიერ მოწვეულ იქნა ახალგაზრდა ქართველი პიანისტი, ალექსანდრე ჯულაყიძე, რომელმაც შეასრულა კლასიკური მუსიკის ცნობილი ნაწარმოებები.
 
ოფიციალური მიღების დარბაზში დამსწრე საზოგადოებამ დააგემოვნა ქართული ღვინო და სამზარეულო, ასევე დაურიგდათ ტურისტული ბროშურები.
 
მიღებას ესწრებოდნენ შვეიცარიის კონფედერაციის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ბერნში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, კანტონების, ბიზნესისა და სამეცნიერო წრეების, შვეიცარიული პრესისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics