04:32 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-31 16:59:42, 641 ნახვა

Lifestyle
ინგა გრიგოლია: ტელევიზიების წაღებას გირჩევნიათ კონკურენტუნარიანი პროექტებით დაუპირისპირდეთ

„ტელევიზიების წაღებას და თქვენ რომ არ მოგწონთ, იმ ჟურნალისტების სამსახურებიდან გაყრას, გირჩევნიათ ღირებული პროდუქტი გააკეთოთ და კონკურენტუნარიანი პროექტებით დაუპირისპირდეთ“, - ასე ეხმაურება ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ტელევიზიებში მიმდინარე პროცესებს.

ცნობილი ტელეწამყვანის შეფასებით, გადაცემებისა და ტელევიზიების დახურვას აზრი არ აქვს, ვინაიდან თანამედროვე ეპოქაში სათქმელს ერთი პატარა სტუდიიდანაც იტყვი.

„მეათასედ ვწერ ამ შინაარსის სტატუსს, მაგრამ ასეა და რა გავაკეთო - აზრი აღარ აქვს ადამიანების გაყრას ტელევიზიებიდან. აზრი არ აქვს გადაცემების დახურვას და დაბლოკვას. ტელევიზიების ხელში ჩაგდებას, ხალხოოოო... 21-ე საუკუნეა... ერთი პატარა სტუდიიდან, ერთი ოთახიდანაც გააკეთებ და იტყვი სათქმელს...

აღარაა ძველიი დრო... ტელევიზიების წაღებას და თქვენ რომ არ მოგწონთ, იმ ჟურნალისტების სამსახურებიდან გაყრას, გირჩევნიათ ღირებული პროდუქტი გააკეთოთ და კონკურენტუნარიანი პროექტებით დაუპირისპირდეთ თუ რამე არ მოგწონთ... ფული გაქვთ,რესურსი გაქვთ და გააკეთეთ უკეთესი, თუ შეგიძლიათ, მაგრამ ჯერ-ჯერობით რომ ვერ აკეთებთ ფაქტია და ეგებ პრობლემა სხვა რამეშია და იმაზე გეფიქრათ... კიდევ ერთი-45 წლის ვარ და დღეს ზუსტად ვიცი, გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ როცა გხურავენ და როცა ახსნა-განმარტების გარეშე გიშვებენ სამსახურიდან, ერთ, მაქსიმუმ ორ თვეში უფრო საინტერესო გზა გამოჩნდება ხოლმე და უფრო ბრძოლისუნარიანი ხდები...

არ ღირს არც ტელევიზიებთან და გადაცემებთან ომი, არც ადამიანური ურთიერთობების გადათელვა და არც იმის იმედით ყოფნა, რომ სულ ისე იქნება,როგორც შენ გაწყობს... მალე დგება ხოლმე მომენტი,როცა სანანებელი გიხდება ყველაფერი,მაგრამ უკვე ძაან გვიანია ხოლმე“, - წერს ინგა გრიგოლია facebook-ში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics