04:20 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-31 18:21:32, 924 ნახვა

სამართალი
"რუსთავი2"-ის საქმეზე პროცესი 3 ივნისს გაგრძელდება

სააპელაციო სასამართლოში "რუსთავი2"-ის საქმის განხილვა დასრულდა. პროცესი 3 ივნისს 14:00 საათზე  ქიბარ ხალვაშის მხარის პოზიციის მოსმენით განახლდება.

დღევანდელ  სხდომაზე, რომელიც დილიდან მიმდინარეობდა, სასამართლომ  ტელეკომპანიის საჩივარი მოისმინა.

ამასთან, მოპასუხე მხარემ რამდენიმე შუამდგომლობაც დააყენა,  თუმცა  არ დაკმაყოფილდა. კერძოდ, "რუსთავი2"-ის  ინტერესების დამცველებმა   პროცესის გადადება და მოსამართლეების აცილება მოითხოვეს, თუმცა, მოსამართლეთა კოლეგიამ აღნიშნული შუამდგომლობების დაკმაყოფილება საჭიროდ არ მიიჩნია.

"რუსთავი2"-ის საჩივარი  თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებას ეხება, რომლითაც ტელეკომპანიის  წილის 100%  ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს გადაეცა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics