00:27 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-27 12:21:28, 427 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ქადაგიძე ივანიშვილის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბრალდებას  უსაფუძვლოს უწოდებს.
როგორც ქადაგიძემ განმარტა, სავალუტო რეზერვიდან 120 მილიონი დოლარის დახარჯვის დანიშნულება ეროვნული ვალუტის მერყეობის აცილება იყო.
„მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა მთავრობასთნ და აქამდე ამ ტიპის ბრალდებებს ადგილი არ ჰქონია. უარყოფითი ეკონომიკური პირობების მონაცმებში, როცა ადგილი აქვს გაუფასურებას, ბაზრის მონაწილეების მხრიდან აჟიოტაჟი სავსებით ნორმალური მოვლენაა. ეს არის ეკონომიკის ანბანი. აჟიოტაჟს კი, სწორი კომუნიკაცია შველის, სწორი გზავნილები და არა გაზრდილი ინტერვენციები.  ამასთან, კიდევ უფრო დიდი მერყეობის თავიდან აცილების მიზნით, შეგახსენებთ,  მხოლოდ თებერვლის თვეში  ჩვენ დავხარჯეთ, ჩვენი სავალუტო რეზერვის 120 მილიონი დოლარი მაგრამ, ამ რეზერვის ხარჯვის დანიშნულება არის, იმ მერყეობის აცილება, რომელიც გამოწვეული იყო იმ პროცესებით რაც ჩვენ მივიღეთ.  ამიტომ , რა თქმა უნდა ეს ბრალდება არის, აბსოლიტურად საფუძელს მოკლებული“, – აღნიშნა ქადაგიძემ.
ცნობისთვის, გუშინ ბიძნა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერია : „საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოფიციალური რეზერვების მხოლოდ 5%-მდე (120 მილიონი დოლარი) დახარჯა, რაც შედეგს ვერ გამოიღებდა და ვერც გამოიღო.  ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი ბერკეტი, რომ უზრუნველყოს მცურავი კურსის პირობებში ეროვნული ვალუტის დასტაბილურება. ყველა ობიექტური ფაქტორის გათვალისწინები, დღეს ლარის გაცვლითი კურსი არ უნდა აღემატებოდეს 2.0 ლარს და მოვუწოდებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეასრულოს კონსტიტუციური მოვალეობა და გადადგას ადეკვატური ნაბიჯები“.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics