01:06 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-27 18:26:50, 340 ნახვა

პოლიტიკა
მანანა კობახიძე: ეროვნულ ბანკზე არანაირი პოლიტიკური თავდასხმა არ ხდება

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ ეროვნულ ბანკზე და მის ხელმძღვანელზე არანაირი პოლიტიკური თავდასხმა არ მომხდარა და აჟიოტაჟის ატეხვა საჭირო არაა.
კობახიძის აზრით,  ეროვნული ბანკის მხრიდან პროცესებში  ჩარევა უფრო ადრე უნდა მომხდარიყო.
"ეროვნულ ბანკს სწორედ განსაკუთრებული ნდობა აქვს ქვეყანაში და ბანკის პრეზიდენტის განცხადება უნდა იყოს ყოველთვის ძალიან აწონილი, რადგან ნებისმიერმა განცხადებამ შეიძლება გარკვეული შეშფოთება გამოიწვიოს საზოგადოებაში  და ალბათ უკეთესი იყო, როცა 5-6%-იან გაუფასურებაზე იყო საუბარი, თუ ჩარევაზე იყო საუბარი, ჩარევა მომხდარიყო უფრო ადრე და დროულად.არანაირი  პოლიტიკური თავდასხმა ეროვნულ ბანკზე და მის ხელმძღვანელზე არ ყოფილა და ზედმეტ აჟიოტაჟს ამასთან დაკავშირებით ნუ შევქმნით",-განაცხადა მანან კობახიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით კი, მაისის თვეში ეროვნულმა ბანკმა  პარლამენტის  წინაშე  ანგარიში უნდა წარადგინოს, რა დროსაც მოხდება მსჯელობა, შეეძლო თუ არა ეროვნულ ბანკს ლარის გაუფასურების ტენდენციის შემჩნევისთანავე ჩარევა და სიტუაციის გამოსწორება.
მანამდე საგანელიძე ეროვნული ბანკის პრეზიდნეტის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით შეფასების გაკეთებისგან თავს იკავებს.
"არმინდა რომ ან თქვენ, ან ვინმე აყვეს ემოციებს და გაიგოს ისე, რომ არიქა იმპიჩმენტის საკითხია, არც მისი ფუნქცია და როლია ადვილი, როცა შეცდომებზე და ხარვეზებზე ვსაუბრობთ ეს არ ნიშნავს, რომ დღეს იმპიჩმენტის საკითხი უნდა დავაყენოთ.მოვა დრო, როცა ეროვნული ბანკი გააკეთებს ანგარიშს პარლამენტში. ეს თუარ ვცდები, მაისის თვეშია. და მაისის თვეში გვექნება საშუალება გავაანალიზოთ. შეიძლება მადლობა ვუთხრათ, შეიძლება საყვედური ვუთხრათ და შეიძლება იმპიჩმენტის თემაც დავაყენოთ. მოდით ნუ ვიჩქარებთ",-განაცხადა დავით საგანელიძემ.
შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ დღეს  მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებს მოუწოდა, შეწყვიტონ მყისიერად თავდასხმა ეროვნულ ბანკზე, რადგან მისივე თქმით, ასეთი თავდასხმა ვნებს და აზიანებს არა მას,  როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, არამედ- საქართველოს  ეკონომიკას.
"ის ვნებს ინვესტორების განწყობებს, ახლა არ არის გადაბრალების დრო, ახლა არ არის განტევებიოს ვაცის ძებნის დრო, ახლა არის დრო, რომ გადადგმული ნაბიჯებო იყოს, ქვეყნნისთვის გამოსადეგი და ეს ნაბიჯები გააზრებიული იყოს"-აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics