08:18 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-28 11:16:17, 781 ნახვა

მსოფლიო
ბარაკ ობამამ ნემცოვის მკვლელობას საზარელი უწოდა

რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა გამოეხმაურა.

როგორც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს "ტვიტერის" გვერდზე წერია, ობამამ მომხდარს "საზარელი მკვლელობა" უწოდა. 

"ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, დაიწყოს მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და სწრაფი გამოძიება და დამნაშავე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი გუშინ, მოსკოვის ცენტრში ჩაცხრილეს.

მას ექსვი ტყვია ესროლეს. ოპოზიციონერი ადგილზე გარდაიცვალა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics