21:36 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-28 14:58:07, 319 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი: შეძრული ვარ იმ საზარელი ტრაგედიით, რომელიც მოსკოვის ცენტრში დატრიალდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობის ფაქტს კატეგორიულად გმობს და იმედს გამოთქვამს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები კანონის წინაშე პასუხს აგებენ.

„შეძრული ვარ იმ საზარელი ტრაგედიით, რომელიც მოსკოვის ცენტრში დატრიალდა - მოკლულია ერთ-ერთი თვალსაჩინო რუსი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი. კატეგორიულად ვგმობ ამ საშინელ ძალადობას, იმედს ვიტოვებ, რომ ასეთი სასტიკი დანაშაულის ჩამდენები გამოაშკარავდებიან და პასუხს აგებენ კანონის წინაშე. ვიზიარებ მისი ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას და თანავუგრძნობ რუს ხალხს“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

შეგახსენებთ,  რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი გუშინ, მოსკოვის ცენტრში ჩაცხრილეს. მას ექსვი ტყვია ესროლეს, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics