20:56 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-01 11:08:07, 338 ნახვა

პოლიტიკა
ნატო–ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ალექსანდრე მაისურაძის კანდიდატურაა წარდგენილი

ნატო–ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლის თანამდებობაზე ალექსანდრე მაისურაძის კანდიდატურაა წარდგენილი. 

ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, ალექსანდრე მაისურაძემ სამინისტროში მუშაობა  1998 წელს დაიწყო  და მისი საქმიანობა დაკავშირებული იყო  უსაფრთხოების საკითხებთან და საქართველო-ნატოს ურთიერთობებთან.

კერძოდ 2008-2012 წლებში იყო ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე. 2005-2008 წლებში მუშაობდა უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ შემდეგ დირექტორად.

მანამდე 2004 წლის ივლისიდან 2005 წლის იანვრამდე იყო უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის, ახალი საფრთხეებისა და შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველოს უფროსი. 2012 წლის თებერვლიდან დღემდე კი მუშაობს ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილედ. 

„ალექსანდრე მაისურაძე, როგორც ქართულ დიპლომატიაში, ასევე ექსპერტულ წრეებში ცნობილია, როგორც თავისი საქმის მაღალი პროფესიონალი და ჩვენ დარწმუნებული ვართ მისი მოღვაწეობა ალიანსში, როგორც საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის იქნება ძალზედ ნაყოფიერი. ალექსანდრე მაისურაძეს ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. იგი თავისუფლად ფლობს ინგლისურ, ესპანურ და რუსულ ენებს“, – განაცხადა კერესელიძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics