08:53 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-23 23:00:25, 652 ნახვა

სპეციალური ანონსი
24 ივნისის სპეციალური ანონსი

24 ივნისს, 14:00 საათზე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში (ინგოროყვას ქ.7) ბრიფინგი ჩატარდება.

თემა - სტიქია დარიალის ხეობაში 

24 ივნისს, 10:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის თმის კვლევის საზოგადოების კონგრესი გაიხსნება.
მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

24 ივნისს, 10:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვთარების კომპანიასა“ და კომპანია „რედკოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდება, რომელსაც საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრება. 

24 ივნისს, 11:00 საათზე, სასტუმროში „Rooms Hotel Tbilisi” საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და პარიზის ადვოკატთა ასოციაციის „12 მდივნის კონფერენციის“ ერთობლივი მრგვალი მაგიდა გაიმართება, რომელსაც საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პასკალ მენიე და საქართველის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი გახსნიან.

24 ივნისს 11:00 საათზე სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ სახალხო დამცველი დახურულ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიშს წარმოადგენს და პრევენციის ეროვნული მექანიზმის მუშაობას შეაჯამებს.

24 ივნისს, 11:00 საათზე, სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლებლის მე-5 გამოშვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დაესწრება.
მის: ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის ქ. N51
საკონტაქტო პირი ირაკლი გურგენიძე - 577 19 88 66

24 ივნისს, 11:00 საათზე, ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე გეგმური საარტილერიო სწავლება გაიმართება. 
მის: დაბა ვაზიანის სამხედრო პოლიგონი 
საკონტაქტო პირი გიორგი თუხარელი - 577 39 30 07

24 ივნისს, 11:00 საათზე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ქუთაისი, პარლამენტი, დარბაზი N307

24 ივნისს, 11:00 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა
ქუთაისი, პარლამენტი, დარბაზი N301

24 ივნისს, 11.00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში პირველადი პროფკავშირისა და ადმინისტრაციის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება. 
თემა: შუალედური შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მაუწყებელში დასაქმებულ 500-მდე თანამშრომელს ხელფასი 10 და 20 % - ით გაეზრდება. 
მის: კოსტავას ქ. #68, პირველი სართული,პრესკონფერენციების დარბაზი.

24 ივნისს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი

24 ივნისს, 12:00 საათზე, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 320 ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი გაიხსნება. ცერემონიას განათლების მინისტრი დაესწრება.
საკონტაქტო პირი ხათუნა პაიჭაძე - 591410545, ილონა ხვიჩია 591705481

24 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტის პლენარული სხდომა ჩატარდება.
ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

24 ივნისს, 12:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია საქართველოს ყრუთა კავშირის წარმომადგენლებს შეხვდება.
თემა: ყრუ ამომრჩევლებისთვის ხელმისაწვდომი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა.
მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.
საკონტაქტო პირი ნათია ლეშკაშელი - 595 52 11 52

24 ივნისს, 12:00 საათზე, დეველოპერული კომპანია m2 თამარაშვილის ქ. №6-ში (შესასვლელი ვაკე-საბურთალოს გამგეობის მხრიდან) ახალ საცხოვრებელ კომპლექსს გახსნის, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ვაკის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და დეველოპერული კომპანია m2 -ის გენერალური დირექტორი ირაკლი ბურდილაძე დაესწრებიან.
საკონტაქტო პირი დათო გორგილაძე - 591 12 11 10, (032) 291 12 11 10

24 ივნისს, 12:30 საათზე, ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. 
თემა: საარჩევნო კოდექსზე ვეტოს დადების აუცილებლობა.
„თბილისი მერიოტი“, სანადიმო დარბაზი

24 ივნისს, 13:00 საათზე, კულტურის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ეროვნული კინოცენტრის რეგიონული პროექტების დეპარტამენტის უფროსი კოტე ჩლაიძე გაუძღვებიან.
თემა: პროექტმა „კინო სკოლაში“, ევროკავშირის პროგრამის “Creative Europe” დაფინანსება მიიღო. 

24 ივნისს, 13:00 საათიზე, სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის სამედიცინო ასეული სამხედრო სწავლებას ჩაატარებს. სამხედრო წვრთნებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დაესწრება. 
მის: ქ. სენაკი, II ქვეითი ბრიგადა



24 ივნისს, 14:00 საათზე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი ქალაქ ქუთაისში ადგილობრივ ბიზნეს სექტორს შეხვდება, რომელსაც 
იმერეთის რეგიონში მოღვაწე 100-მდე ბიზნესმენი დაესწრება. 
მის.: ქუთაისი, პუშკინის ქ. #6, USAID-ის ოფისი
საკონტაქტო პირი სოფიო მაქაცარია - 591 65 05 00

24 ივნისს, 14:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართება ახალი სამწლიანი პროექტის „¬მართლმსაჯულება ყველასათვის“ პრეზენტაცია, რომელსაც გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ნილს სკოტი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საშა გრაუმანი, გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენლის მოადგილე შომბი შარპი, იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენელი გიორგი ჭვინაშვილი და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი დაესწრებიან.

24 ივნისს, 14:30 საათზე, თბილისისი მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართება.
მის: თავისუფლების #2

24 ივნისს, 15:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.
მის: თავისუფლების #2

24 ივნისს, 16:00 საათზე, საქართველოს რეფორმების ასოციაცია ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ევროკავშირის შესახებ საჯარო შეხვედრას გამართავს. 
თემა: გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ევროკავშირში, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები, ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი.

24 ივნისს, 16:00 საათზე, რუსთაველის თეატრში, გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო სტუდენტური ნაშრომების ეროვნული კონკურსის „ჩემი რუსთაველი“ ერთობლივ დაჯილდოების ცერემონიას გამართავს. 
საკონტაქტო პირები: სოფო ჭიჭინაძე - 599 196907, მაგდა ნოვაკოვსკა - 598 822544

24 ივნისს, 16:00 საათზე, თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში მოქმედი „ნორჩი ეკონომისტის“ სკოლისა და თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნება. 

24 ივნისს, 17:00 საათზე, კარდიო-რეაბილიტაციის ცენტრის საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართება, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე და ნიდერლანდების საკონსულოს წარმომადგენელი და კლინიკის სამედიცინო დირექტორი დაესწრებიან.
მის: გობრონიძის ქ.N27 
საკონტაქტო პირები: ნინო კობერიძე 577 399 280, ნინო მამუკაშვილი 595 95 61 03

24 ივნისს, 18:00 საათზე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში, გაიმართება საქართველოს კონსერვატიული პარტიის ქალთა ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ქალბატონების მიერ სხვადასხვა ჟანრისა და განსხვავებული ტექნიკით შესრულებული 100-ზე მეტი ხელოვნების ნიმუში.

24 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მწერალი და კინორეჟისორი, ილიაუნის 2016 წლის ლიტერატურული კონკურსის ლაურეატი, ნანა ექვთიმიშვილი, წაიკითხავს საჯარო ლექციას: ტექსტი და სინამდვილე.

24 ივნისს, 19:00 საათზე, მამა ლაზარე დულუზაურის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება ბულაჩაურის წმ. გიორგის სახ. ტაძრის მრევლის პოეზიის საღამო - ,,პოეტები საქართველოსთვის“.
მის: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, პირველი სართული. 
საკონტაქტო პირი ნათია გოგუაძე - 595 30 05 19




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics