05:22 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-24 13:48:53, 543 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი: იმედი მაქვს, საბოლოო ჯამში, ევროკავშირი და მისი სიძლიერე რეფერენდუმის შედეგებით არ დაზარალდება

„იმედი მაქვს, საბოლოო ჯამში ევროკავშირი და მისი სიძლიერე ამ რეფერენდუმის შედეგებით არ დაზარალდება", - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით განაცხადა.

"დიდ ბრიტანეთში კანონმდებლობა რეფერენდუმის შედეგების შემდეგ პარლამენტს ბევრ სხვადასხვა შესაძლებლობას აძლევს. ამიტომ ჯერ ყველაფერი წინ არის.  ეს არის ერთი ძალიან დიდი პროცესის დასაწყისი, რომელიც შეიძლება იყოს მძიმე ევროპისთვის, მაგრამ შეიძლება იყოს გამოსაფხიზლებელიც. იმედს ვიტოვებ, რომ ეს ევროპისთვის გამოსაფხიზლებელი რეფერენდუმის შედეგი იქნება",- აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმზე ამომრჩევლებმა ევროკავშირიდან გასვლას მხარი დაუჭირეს. მოქალაქეთა 51,9%-მა ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, მოწინააღმდეგე კი, 48,1% იყო.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics