08:04 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-24 15:35:57, 1249 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირის ლიდერები „ბრექზითის“ აფასებენ

ევროკავშირის ლიდერები დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებს აფასებენ.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის სებასტიან კურცის განცხადებით, არ არის გამორიცხული, „ბრექზითიმ“ სხვა ქვეყნებში „დომინოს ეფექტს“ გამოიწვიოს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის ამბებმა ყველა გამოაფხიზლა და დღევანდელი დღე ბრიტანეთისთვის და ევროპისთვის ძალიან სამწუხარო იქნება.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიტოლდ ვაშიკოვსკის თქმით, „ბრექსითი“ იმის  ნიშანია, რომ ევროკავშირს ძირეული რეფორმები სჭირდება.

თავის მხრივ, გახარებას არ მალავენ ნაციონალისტური პარტიების ლიდერები. ფრანგული ეროვნული ფრონტის ლიდერი მარი ლეპენი წერს: „თავისუფლებას გამარჯვება, ახლა „ფრეგზითის“ დროა და მსგავსი რეფერენდუმები ევროკავშირის ყველა ქვეყანაში უნდა ჩატარდეს.

ნიდერლანდების თავისუფლების პარტიის ლიდერი გირტ ვილდერსი აცხადებს, რომ მსგავსი რეფერენდუმის დრო ნიდერლანდებშიც დადგა.

იტალიის ჩრდილოეთ ლიგის ლიდერი, მატეო სალვინი წერს - „ვაშა, თავისუფალი ბრიტანელების უშიშრობას. მადლობა ბრიტანეთო, ახლა ჩვენი დროა“.

ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმზე ამომრჩევლებმა ევროკავშირიდან გასვლას მხარი დაუჭირეს. მოქალაქეთა 51,9%-მა ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, მოწინააღმდეგე კი, 48,1% იყო.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics