20:45 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-24 18:16:29, 568 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძემ ეუთოს უსაფრთხოების დღეების კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე ეუთოს უსაფრთხოების დღეების კონფერენციაში მონაწილეობდა. ბერლინში მიმდინარე კონფერენცია ეუთოს გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ძანიერიმ გახსნა. კონფერენციის მთავარი თემა უსაფრთხოების გამოწვევები იყო. კონფერენციაზე უსაფრთხოების კუთხით ევროპაში არსებულ ვითარებაზე და პრობლემის დაძლევის გზებზე ისაუბრეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ საკუთარ გამოსვლაში ყურადღება საერთაშორისო მართლწესრიგის პატივისცემაზე, საერთაშორისო ნორმების დაცვისა და პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობაზე გაამახვილა. ანა დოლიძემ ევროკავშირიდან გამოსვლის თემაზე დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგზეც ისაუბრა.

კონფერენციაზე ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით შექმნილი ვენის დოკუმენტიც განიხილეს. განხილვის დროს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს დისკუსიაში შესვლა მოუხდა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორთან ანდრეი კელინთან. კელინმა რუსეთის საზღვრებთან 51 ათასი სამხედროს მონაწილეობით ნატოს წვრთნების გამართვა გააკრიტიკა და ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებს კონფრონტაციულ ქმედებებში დასდო ბრალი და აღნიშნა, რომ რუსეთი იძულებულია, აღმკვეთი ღონისძიებები გაატაროს ქვეყნის საზღვრებთან. ანა დოლიძის განცხადებით, რუსეთი საერთაშორისო სამართლისთვის შეუსაბამოდ საუბრობს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ევრო-ატლანტიკური ორიენტაცია საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხის სუვერენული ნებაა.

კონფერენციის მონაწილეებმა მოახლოებულ ნატოს ვარშავის სამიტზეც იმსჯელეს და კიბერუსაფრთხოების საკითხები, ნატოს წევრი ქვეყნების ეკონომიკური მომავალი, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულება და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების საკითხიც განიხილეს.

ეუთოს უსაფრთხოების დღეების კონფერენცია 23 ივნისს გაიხსნა და დღეს დასრულდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics