03:59 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-25 11:26:57, 1135 ნახვა

მსოფლიო
ვირჯინიაში წყალდიდობას 20 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 მცირეწლოვანი

აშშ-ში, შტატ ვირჯინიაში წყალდიდობის შედეგად 20 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 8 წლის ბავშვი, - ამის შესახებ BBC იუწყება.

ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, ძლიერმა შტორმმა წყალდიდობა გამოიწვია, რის შედეგადაც შტატის ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

მედია საშუალების ცნობით, სამაშველო სამსახურებმა ცავაჭრო ცენტრში ჩარჩენილი 500-მდე ადამიანი გამოიყვანეს.

წყალდიდობამ, 100-ზე მეტი სახლი გაანადგურა, ხოლო ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ნაციონალური გვარდიაც მონაწილეობს.

სააგენტო AP-ის ინფორმაციით, 8 წლის ბიჭუნა დინებამ წაიღო. ოჯახის წევრები მის გადარჩენას ცდილობდნენ, თუმცა ამაოდ. არასრულწლოვანის ცხედარი სახლიდან რამდენიმე მეტრში იპოვეს.

მაშველებმა, კიდევ ერთი 4 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს. მცირეწლოვანი ბაბუასთან ერთად სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, როდესაც წყალში ჩავარდა. მამაკაცი ბავშვის გადარჩენას ცდილობდა, თუმცა ბავშვი დინებამ წაიღო.

შტატის ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური წყალდიდობაა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics