08:10 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-25 15:10:53, 605 ნახვა

პოლიტიკა
შტაინმაიერი: ევროკავშირმა ბრიტანეთის გადაწყვეტილება ისტერიკისა და შოკის გარეშე უნდა მიიღოს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის მიერ ალიანსის დატოვებით ევროკავშირი პარალიზებული არ უნდა იყოს.

როგორც შტაინმაიერმა აღნიშნა, ევროკავშირმა ბრიტანეთის გადაწყვეტილება ისტერიკისა და შოკის გარეშე უნდა მიიღოს.

განცხადება მინისტრმა ბერლინში, ევროკავშირის დამფუძნებელი 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

BBC-ს ცნობით, გერმანიის, ბელგიის, იტალიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდებისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ბერლინში მიმდინარე შეხვედრაზე ბრიტანეთში რეფერენდუმის შედეგებზე იმსჯელებენ. ასევე შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა მსგავსი გადაწყვეტილებების თავიდან აცილება იქნება.

როგორც BBC წერს, აღნიშნული საკითხის განსახილველად 29 ივნისს ევროპარლამენტი რიგგარეშე სხდომას ჩაატარებს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics