07:21 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-26 11:05:10, 598 ნახვა

საზოგადოება
რიკოთის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით ხორციელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში გადაუდებელი პროფილაქტიკური (გაწმენდისა და-შეღებვის) სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 27,28,29 და 30 ივნისს, ღამის 00:00სთ–დან დილის 07:00 სთ-მდე გვირაბში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, რომელიც გადართული იქნება რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე.  დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

 დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე  მექანიზმების მორიგეობა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics