08:27 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-27 10:31:00, 614 ნახვა

პოლიტიკა
პრაღაში აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება

პრაღაში დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს  შეხვდება.

შეხვედრაზე ქართული მხარე ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელის შესაბამისი დასჯის აუცილებლობაზე გააკეთებს აქცენტს და ასევე საუბარი შეეხება ეკონომიკურ საკითხებსაც.

აბაშიძის თქმით, ქართული მხარის კატეგორიული პოზიციაა, რომ მკვლელი რაც შეიძლება სწრაფად იყოს დაპატიმრებული.

„ჩვენი კატეგორიული პოზიციაა, რომ მკვლელი რაც შეილება სწრაფად უნდა იყოს დაპატიმრებული. ეს სხვათაშორის მის ინტერესებშიც უნდა იყოს, რადგან არის ინფორმაცია, რომ არ არის გამორიცხული, ვიღაცამ ცადოს მისი ლიკვიდაცია და ამას შემდეგ დააბრალებენ ქართულ მხარეს, შეიძლება ამას მოყვეს ვითარების დაძაბვა“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძე

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics