11:09 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-27 19:06:10, 665 ნახვა

საზოგადოება
ცესკო ამომრჩეველთა მონაცემების დადგენის თაობაზე განცხადებას ავრცელებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა მონაცემების დადგენის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამ ეტაპზე საარჩევნო ადმინისტრაცია მსგავს აქტივობას არ ახორციელებს და არ აწარმოებს ამომრჩეველთა მონაცემების შემოწმებას. 

"ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) ამომრჩევლებმა მიმართეს კითხვით და მიაწოდეს ინფორმაცია, რომ კონკრეტული პირები საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით, კარ-და-კარ შემოვლით ახდენენ ამომრჩევლების მონაცემების მოპოვებასა და დადგენას.

განვმარტავთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ამ ეტაპზე მსგავს აქტივობას არ ახორციელებს და არ აწარმოებს ამომრჩეველთა მონაცემების შემოწმებას. 

აღსანიშნავია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები ფუნქციონირებას დაიწყებენ კენჭისყრის დღემდე (8 ოქტომბერი) ერთი თვით ადრე; რის შემდეგაც ისინი უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელებენ დადგენილ პროცედურებს. ამასთან, ამომრჩეველთან ურთიერთობისას საარჩევნო კომისიის წევრობის დამადასტურებელი მოწმობა იქნება წარდგენილი.   

ცესკო მადლობას უხდის ამომრჩევლებს აქტიურობისა და თანამშრომლობისთვის". - ნათქვამია განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
პროკურატურა - როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, კიდევ ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დავიწყეთ
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს
ოთარ შამუგიამ ახალი პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ შეთანხმების დოკუმენტს მოაწერა ხელი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics