08:31 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-27 23:18:38, 631 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი მერაბიშვილზე: თუ მისი უფლებები არაკვალიფიციურმა სამართალდამცველმა შელახა, ამიტომ ის უდანაშაულოა?!

"თუ მერაბიშვილის უფლებები შელახა არაკვალიფიციურმა სამართალდამცველმა, ამიტომ ის უდანაშაულოა?!" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში განაცხადა.

მარგველაშვილის განცხადებით, იმის გამო, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში მისი უფლებების დარღვევა დაადგინა, ეს არ ნიშნავს, რომ ის პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს. 

”საინტერესო პოლიტიკურ რეალობაში ვცხოვრობთ. ამ წელს ძირითადი პოლიტიკური ძალები, ”ქართული ოცნება” და ”ნაციონალური მოძრაობა” გვთავაზობს ასეთ პოლიტიკურ რეალობას, რომ ვანო მერაბიშვილი და ლევან მურუსიძე არიან მსხვერპლები. ეს ორი პოლიტიკური პარტია გვთავაზობს საზოგადოებას ასეთ პოლიტიკურ დისკუსიას, რათა ამაზე ვიმსჯელოთ”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე განცხადებით, ასეთ ვითარებას 4 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა. 

”სტრასბურგი ამობობს, რომ მერაბიშვილს რაღაც უფლებები შეელახა. თუ მას უფლებები შეელახა, ეს უნდა იყოს გამოძიებული და იმ ადამიანებმა, ვინც ეს გააკეთა პასუხი უნდა აგონ. ეს არის ერთი თემა და მეორეა შეწყალება. რაზე ვსაუბრობთ დღეს? რა პოზიციითაა ჩამოყალიბებული, რომ მერაბიშვილი უნდა შევიწყალო? იმიტომ, რომ მისი უფლებები შელახა, სავარაუდოდ, არაკვალიფიციურმა სამართალდამცველმა თუ არ ვიცი ვინ, ამიტომ მერაბიშვილი უდანაშაულოა?!”, - განაცხადა პრეზიდენტმა. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics