09:10 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-28 10:51:28, 525 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი: სესიაშვილს მიაჩნია, რომ მონური შრომა 21-ე საუკუნეში ნორმალურია

ირაკლი სესიაშვილს აქვს ფილოსოფიური პრობლემა, ჩვენ გვაქვს ხედვების აბსოლუტური არათანხვედრა. მას მიაჩნია, რომ მონური შრომა 21-ე საუკუნეში ნორმალურია, მე კი მიმაჩნია, რომ ეს არ არის ნორმალური, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განაცხადა.

ხიდაშელის თქმით, სესიაშვილის პოზიცია მისთვის გასაგებია, თუმცა ისინი სხვადასხვა მხარეს დგანან.

„ჩვენ ძალიან სხვადასხვა მხარეს ვდაგავართ. მისი პოზიცია ჩემთვის გასაგებია. ის აბსოლუტურად გულწრფელია, როდესაც გაბრაზებულია, რადგან არ ესმის, როგორ შეიძლება, 7 ლარად არ ამუშაო ახალგაზრდა კაცი „ყარაულში“. ეს სესიაშვილს არ ესმის, ისევე როგორც მე არ მესმის, რატომ არის ეს სწორი“,-აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

როგორც მინისტრმა განმარტა, შეიარაღებულ ძლებში წვევამდელთა გაწვევის გაუქმებაზე  პრეზიდენტის ბრძანებულება არსებობს, რომელზეც მთავრობას იმსჯელა და გადაწყვეტილება მიიღო.

„ამიტომ, მე ყველა დაპირების შესრულებას ვაპირებ, რომელიც გაიცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების, პირადად ჩემს მიერ, როცა მინისტრი გავხდი. ამიტომ არაფერი სიახლე აქ არავისთვის არ იყო. უბრალოდ, როგორც გითხარით, არიან ადამიანები, რომლებსაც ფილოსოფიური პრობლემა აქვთ ან დამოკიდებულება“,-აღნიშნა თინა ხიდაშელმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics