07:29 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-28 15:50:43, 558 ნახვა

საზოგადოება
სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული წესით განაწილების სისტემის შესაქმნელად სამუშაო ჯგუფი ივლისიდან დაიწყებს მუშაობას

იუსტიციის მინისტრმა  თეა წულუკიანმა  სასამართლოებში საქმეების ელექტრონული წესით განაწილებისთვის სპეციალური ტექნიკური სამუშაო ჯგუფის შექმნისასთან დაკავშირებით  განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ აზრთა სხვადასხვაობის გამო პარლამენტში კონსენსუსი ვერ შედგა.

„ჩვენ ვნახეთ, რომ აზრთა სხვადასხვაობის გამო პარლამენტში ვერ შედგა კონსენსუსი ორ მუხლთან დაკავშირებით და მესამე ტალღის მართლმსაჯულების რეფორმის მესამე კენჭისყრა გადაიდო სექტემბრისთვის.  აქედან გამომდინარე, მე და ქალბატონ ნინო გვენეტაძეს გვქონდა კონსულტაციები და შევთანხმდით, რომ არ დაველოდოთ ამ კანონპროექტის კანონად ქცევას და უკვე ამ თვის განმავლობაში  შევქმნათ ის ტექნიკური სამუშაო ჯგუფი, რომლის შექმნასაც ეს კანონპროექტი დაგვავალდებულებდა, კანონად რომ ქცეულიყო“, − ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა   თეა წულუკიანმა დღეს  განაცხადა.

მინისტრის თქმით, ახალი ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე სამუშაო ჯგუფი, პირველ რიგში, საერთო სასამართლოებში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის უკვე არსებულ სისტემებს შეისწავლის. ჯგუფი საჭიროებების ანალიზს გააკეთებს და ერთ-ერთ საპილოტე სასამართლოში დანერგავს ელექტრონული წესით საქმეების განაწილების პრინციპს. 

 „თარიღების დადასტურება − იქნება ეს სექტემბერი, ოქტომბერი თუ მოგვიანებით, ჩვენ ახლა არ შეგვიძლია, რადგან ჯერ არ ვიცით, საერთო სასამართლოებში ამ მხრივ რა მდგომარეობაა. მე მოხარული ვარ, რომ ეს სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჩემი ბრძანებით დამტკიცდება, ქალბატონ ნინოსთან და სასამართლო კორპუსთან შეთანხმებით, უკვე ივლისიდან დაიწყებს მუშაობას და შემოდგომაზე გარკვეული პირველი შედეგები უნდა გვქონდეს“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics