06:37 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-28 19:55:05, 544 ნახვა

პოლიტიკა
პოლონეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა „თბილისის კონფერენციას" ჩაუყარეს საფუძველი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა საფუძველი ჩაუყარა საქართველო-პოლონეთის თანამშრომლობის ახალ ფორმატს „თბილისის კონფერენციას". აღნიშნული წარმოადგენს პოლონეთის მიერ ინიცირებულ პლატფორმას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების მხარდასაჭერად.
 
ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ახალი პლატფორმის ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვეს, რომ ეს მექანიზმი შექმნის  გამოცდილებისა და საექსპერტო ცოდნის გაზიარების კარგ შესაძლებლობებს, ამ გზით კი ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნების რეალიზაციას.
 
ორმხრივ შეხვედრაზე მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად ევროპის სივრცეში განვითარებულ მოვლენებს, ასევე რეგიონალურ უსაფრთხოებას. ხაზი გაესვა შექმნილ ვითარებაში პროცესების ადეკვატური გაანალიზების მნიშვნელობას და შემდგომი ნაბიჯების ისე დაგეგმვას, რომ საფრთხე არ შეექმნას ერთიანი, სტაბილური და დემოკრატიული ევროპის იდეას.
 
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგინში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს. ამ მხრივ მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ნატო-ს ვარშავის მოახლოებული სამიტის მნიშვნელობას. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მხარი დაუჭირა ნატო-ს ვარშავის სამიტზე, როგორც აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების გაძლიერების, ისე საქართველოსთან მიმართებაში კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას. მისი განცხადებით ბრიტანეთის რეფერენდუმმა გავლენა არ უნდა მოახდინოს ინტეგრაციის პროცესებზე და პოლონეთი კვლავაც მხარს უჭერს ევროპის გაფართოების იდეას.
 
„ჩვენ გვსურს საქართველო ვიხილოთ ნატო-სა და ევროკავშირის წევრად, საქართველოს, ისევე როგორც რეგიონის სხვა ქვეყნების აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანებით ჩვენ საბოლოოდ ვიხილავთ ევროპას, როგორც ერთიან, დემოკრატიულ კონტინენტს, ამის გარეშე ერთიანი ევროპის პროექტი არ არის დასრულებული"-განაცხადა ვიტოლ ვაშჩიკოვსკიმ.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა თბილისის მზაობას კვლავაც განაგრძოს საკუთარი წვლილის შეტანა ევროპული იდეის რეალიზაციის პროცესში. „ჩვენ გვჯერა ერთიანი, თავისუფალი ევროპის პროექტის, ეს არის იდეა რაზეც ევროკავშირი შეიქმნა. საქართველო არ არის ევროკავშირის წვერი, მაგრამ დაინტერესებულია ევროკავშირის მომავალი წარმატების და კვლავაც განაგრძობს ამ მიმართულებით საკუთარ კონტრიბუციას"-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
 
შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს ვიზალიბერალიზაციის პროცესი და მისი მიმდინარეობა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა პოლონეთს ევროკავშირის საბჭოში საქართველოს საკითხის განხილვისას გამოხატული მხარდაჭერისთვის და ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ერთსულოვანი აღიარებისთვის.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე და აღინიშნა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოებისა და მონიტორინგის  საერთაშორისო მექანიზმების არსებობის აუცილებლობა.  მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ურყევი პოზიცია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების თაობაზე. 
 
მან მადლობა გადაუხადა პოლონეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საგარეო პოლიტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის. მან ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას და გამოთქვა ინიციატივა 2017 წელი გამოცხადდეს საქართველო-პოლონეთის სოლიდარობის წლად.
 
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პოლონელი კოლეგა ოფიციალური ვიზიტით თბილისში მოიწვია.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics