03:22 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-28 21:35:39, 622 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტრო: ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი არც ერთ კომპონენტზე არ ფიქსირდება

"საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი არც ერთ კომპონენტზე არ ფიქსირდება" - ამის შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში „ენერგეტიკა და ჰაერის დაბინძურება“ საქართველოს შესახებ ინფორმაცია მოცემულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგნიზაციის (WHO) „მსოფლიო ჯანმრთელობის სტატისტიკა 2016” ცნობარის მონაცემებით, რომელიც, თავის მხრივ, ეყრდნობა 2012 წლის გაზომვებს.

”ამასთან, მიმდინარე წელს WHO-ს მიერ მტვერთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ კვლევებში ქალაქების მიხედვით (2014 წლის გაზომვებზე დაყრდნობით - იხ. j.mp/whooutdoor) თბილისის დაბინძურება შეესაბამება აღმოსავლეთ ევროპის საშუალო და დაბალშემოსავლიანი ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს, რაც არ იძლევა IEA-ის ანგარიშში წარმოდგენილი დასკვნის გაკეთების საფუძველს. უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო პრაქტიკაში არ გამოიყენება მეთოდოლოგიები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად დააკავშირებდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხს სიკვდილიანობასთან სხვა ფაქტორებისაგან (მაგ. შენობების შიგნით ჰაერის ხარისხი, მწეველების რაოდენობა) მოწყვეტით; ხოლო საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში, მრავალი რეფორმის მიუხედავად, ჯერ კიდევ არ არსებობს ერთიანი საინფორმაციო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა გარემოს ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ინფორმაციის სათანადო მართვასა და მსგავსი დასკვნების გაკეთების საშუალებას”, - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე მტკიცებით, გარემოს ეროვნული სააგენტო გარკვეული პერიოდულობით ატარებს ინდიკატორულ გაზომვებს ატმოსფერულ ჰაერში აზოტის და გოგირდის დიოქსიდების, ოზონისა და ბენზოლის შემცველობის დადგენის მიზნით. 

”მიღებული შედეგების შედარება ევროპულ ნორმებთან არც ერთ შემთხვევაში არ გვაძლევს მაღალი გადახრის სურათს (იხ: http://meteo.gov.ge/radiation_pdf/69.pdf). გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და გარემოს ეროვნული სააგენტო მიიჩნევენ, რომ კვლევაში გამოყენებული პირველადი მასალები საჭიროებს დეტალურ შესწავლას, რისთვისაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას წარედგინება ოფიციალური მოთხოვნა აღნიშნული მონაცემების განმარტებისა და დაზუსტების მიზნით. მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო პერიოდულად გამოაქვეყნებს ანგარიშში მოცემული მონაცემების შესწავლის მიმდინარეობასთან დაკავშირებით”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ახალი ანგარიშის თანახმად, ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული მიზეზების გამო, მსოფლიო მასშტაბით 6,5 მილიონი ადამიანი იღუპება. ექსპერტების მოსაზრებით, შესაბამისი ზომების მიღების გარეშე 2040 წლისთვის სიკვდილიანობის დონე 1 მილიონით გაიზრდება. 

ანგარიშში მოყვანილია ცხრილი, რომლის თანახმად, 2012 წლის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი საქართველოში დაფიქსირდა. მეორე ადგილზე ბულგარეთი, მე-3-ზე კი ჩინეთია.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics