07:49 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-28 22:54:10, 530 ნახვა

სპეციალური ანონსი
29 ივნისის სპეციალური ანონსი

29 ივნისს 09:30 საათზე, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება, რომელსაც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი გახსნის. 
მის: სანაპიროს ქ. #2, IV სართული

29 ივნისს, 10:30 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) და საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მართავენ საჯარო განხილვას ქვეყანაში სახელმწიფო შესყიდვების თემაზე, რომელსაც ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წრეებიდან 100-მდე წარმომადგენელი დაესწრება.

29 ივნისს, 10:30 საათზე, ტექნოპარკში გაიმართება საქართველოს მთავრობის, სასამართლო სისტემის ხელმძღვანელ პირთა და საქართველოს ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლების შეხვედრა, რომელსაც საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრება. შეხვედრაზე მოხდება სასამართლო პრაქტიკის გაცნობა ეკონომიკური შინაარსის დავებთან დაკავშირებით.
მის: თბილისი, ოქროყანა, ინოვაციების ქ. N 7

29 ივნისს, 10:30 საათზე, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი თამარ კორძაია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. 
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2 
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

29 ივნისს, 11:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში გიგი წერეთელი პრესკონფერენცის გამართავს. 
თემა: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საპრეზიდენტო არჩევნები.

29 ივნისს, 11:00 საათზე, სასტუმრო ”თბილისი მერიოტში“ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამართავს მედიამონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაციას - „ტელევიზიების განწყობა პოლიტიკური ძალებისადმი“.
მის.: რუსთაველის გამზ. #13 
საკონტაქტო პირი ნატა ძველიშვილი - 593421855

29 ივნისს, 11:30 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. 
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2 
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

29 ივნისს, 11:30 საათზე, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე გიორგი ბაქრაძე სოფელ სხვიტორში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო დარბაზის რეაბილტაციის პროცესს გაეცნობიან. 

29 ივნისს, 11:30 საათზე, ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში NBA-ს საზაფხულო კემპის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება სადაც, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი NBA-ს საზაფხულო კემპის მონაწილეებს დააჯილდოებს. 

29 ივნისს, 12:00 საათზე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ოფისში არასამთავრობო ორგანიზაცია transparify წარმოადგენს თავისი კვლევის შედეგებს, საქართველოში მომუშავე რომელ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიენიჭათ მაღალი ქულები ფინანსური გამჭვირვალობის კუთხით. 
მის: აღმაშენებლის გამზ. #61

29 ივნისს, 13:00 საათზე, სასტუმრო „ციტადინში“ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში კონკურსის “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში - 2016” გახსნის შესახებ განაცხადებს.
მის: თავისუფლების მოედანი #4

29 ივნისს, 13:00 საათზე, ახალ სპორტის სასახლეში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი მორაგბეებს შეხვდება.

29 ივნისს 13:00 საათზე პარტია ,,მომავალი საქართველო"-ს ლიდერი გიორგი ლაღიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის პრეს-კლუბში ბრიფინგს გამართავს.
თემა: ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების შეფასება და პარტიის ჯანდაცვისა და სოციალური საკითხთა პრიორიტეტები. 
მის: მერაბ კოსტავას ქ. #68 
სააკონტაქტო ტელ.:593 11 11 98

29 ივნისს, 13:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სხვადასხვა საგნობრივ ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს დააჯილდოებს.
მის.: უზნაძის ქ. N 52 

29 ივნისს, 13:00 საათზე, ახალ სპორტის სასახლეში რაგბის ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებ გუნდებთან შეხვედრა გაიმართება.

29 ივნისს, 13:15 საათზე, ტექნოპარკში პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კანის ლომების ახალგაზრდული ფესტივალის გამარჯვებულ გუნდს შეხვდება. 
მის.: ოქროყანა, ინოვაციების ქ. N 7

29 ივნისს, 14:00 საათზე, თბილისში, „ტექნო პარკში“ საერთაშორისო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის ორგანიზებით, კონფერენცია „სოციალური სერვისების განვითარება-გამოწვევები და შესაძლებლობები“ გაიმართება. 

29 ივნისს, 15:00 საათზე, სასტუმრო „ვერე–პალასში“, გლობალური კვლევების ცენტრი მართავს საექსპერტო მოხსენების პრეზენტაციას – „ლუგარის ლაბორატორია საქართველოში: რისკები და შესაძლებლობები“.
მის: ქუჩიშვილის ქ. #22–24
საკონტაქტო პირი მაია ჩუბინიშვილი - 599932230

29 ივნისს, 18:00 საათზე, ევროპის სახლში CENN პუბლიკაციაზე, ”თბილისის ბუნებრივი კატასტროფები“ პრეზენტაციას გამართავს.
საკონტაქტო ტელ: 558 65 56 28




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics