2016-06-28 23:34:18, 1401 ნახვა
მსოფლიო
სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა
სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია "სი-ენ-ენი" ავრცელებს.
აფეთქების შედეგად არიან დაშავებულები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით დაშავებულებს აქვთ მძიმე დაზიანებები, დაშავებულთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
"The Associated Press"-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უცნობია ვინ განახორციელა თურქეთის აეროპორტში ორი აფეთქება.
ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან